საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩისთვის, საქართველო-ლატვია, ბილეთების ონლაინრეჟიმში გაყიდვა 24 აგვისტოდან დაიწყო.

გულშემატკივრებს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/geovlat შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა "დინამო არენის" სალაროებში, მოგვიანებით, 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება.

საქართველოსა და ლატვიის დაპირისპირება 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ბილეთის მფლობელი სტადიონზე შესვლას მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელიდან მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში ყაზახეთს სტუმრად დაუპირისპირდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ ქართველები!)
დავით 67
05:01 29-08-2018
0
ნოდო შედალოცვილო, თუ 25 ლარი გენანება, არის 5_10_15 ლარიანი ბილეთებიც და თუ უბრალოდ არ გინდა წასვლა, მოდი რა ნუ ამღვრევ წყალს და იყავი შენთვის. არაა ესღვარძლიანი კომენტარები საჭირო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული