ერთი დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება.

ქართველი ფეხბურთელები 3 და 4 სექტემბერს, წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 6 სექტემბერს შედგება.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის 9 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩატარდება. ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან და ლატვიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე
დაუბრუნდნენ. ეროვნულ ნაკრებში ამ დროისთვის ერთი დებიუტანტია: ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს თბილისის "საბურთალოს" მეკარე ლაზარე კუპატაძე შეცვლის.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე ("ნასიონალი", პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი)

ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ლუკა ზარანდია ("არკა", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი)

უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი:

6 სექტემბერი
ყაზახეთი-საქართველო 18:00 (თბილისის დროით)

9 სექტემბერი
საქართველო-ლატვია 20:00

altსფფ-მ სტადიონზე აკრძალული ნივთების სია, შესვლისა და ქცევის წესები გამოაქვეყნა

altსაქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altმეტოქე: ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია

Sportall.Geითამაშე მინი ფეხბურთი მეგობრეთან ერთად "ლეილა მესხის სპორტულ კომპლექსში"

 



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 87 /
ვის რა შეურაცხყოფა მივაყენე? როგორ შეიძლება, ნავალაზე,ძ ოქრიზე და მჭედლიძეზე ცუდად ენა მოგიბრუნდეს, ძაანაც მევასება ეგ ბიჭები, უნიჭიერესები არიან და ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან ნაკრებში, მაგრამ არსებობს უბრალო საფეხბურთო დაუწერელი კანონი, და ეს ლოგიკაა რომ ნაკრებში უნდა ითამაშოს სათამაშო პრაქტიკის მქონე, ანუ ფიზიკურად 100 პროცენთით მომზადებულმა სპორცმენმა/ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით/ ასეა ყველგან, დედამიწის ზურგზე. ებრალიძე წინა ტურში პრიმეირა ლიგის სიმბოლურში მოხვდა და საქართველოს ნაკრებში არ უნდა იყოს? ან მჭედლიშვილი, ან ხარაიშვილი, ან პარუნაშვილი? რატო გიკვირთ, რომ ნაკრების წარმატება მოვითხოვოთ? როცა უსამართლობას ვხედავთ, აღარც არაფერი არ ვთქვათ? ღმერთმა ნუ ქნას რომ პირველი ბურთი მივიღოთ. მერე, პაპუს არააქ სათამაშო დრო და ოპტიმალური ფორმიდან შორსაა ფიზიკურად, შეცვლა რო დაჭირდეს. ამ შემადგენლობით გარანთირებული არაფერია, ან წითელი მიიღოს შემტევებიდან ან რამე. მსაჯზეც ხომაა ბევრი რამ დამოკიდებული? კვასხვაძე კია ფორმაში საბედნიეროდ, მარა ეგ და ნავალა, მაინც ყველაზე სუსტი წერტილია და ეგ იქნება სწორედ აქილევსის ქუსლი. როცა შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა რატო არ უნდა ქნა ეგა? ქართულ ენას ნუ მასწავლით კიდევ და ნურც ფეხბურთს. და სიტყვას კონტროლი გაუკეთე, რომ კითხულობს ყველა, მიტომაც ვწერ, თუარადა 85 კომენტარია და ამ აზრზეა 98 პროცენტი. გული რომ გვტკივა მიტომაც ვწერ, რამ გაგამწარათ? სიმართლემ? გამარჯვებებს ვუსურვებ ნაკრებს, მაინცაა სასტავი.
ლევან მაღლაკელიძე
20:38 28-08-2018
3
პარუნაშვილი რატო არ გამოიძახა? მშვენიერი პრესა ქონდა როგორც მახსოვს
ნოდარ
14:23 28-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული