ერთი დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება.

ქართველი ფეხბურთელები 3 და 4 სექტემბერს, წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 6 სექტემბერს შედგება.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის 9 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩატარდება. ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან და ლატვიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე
დაუბრუნდნენ. ეროვნულ ნაკრებში ამ დროისთვის ერთი დებიუტანტია: ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს თბილისის "საბურთალოს" მეკარე ლაზარე კუპატაძე შეცვლის.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე ("ნასიონალი", პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი)

ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ლუკა ზარანდია ("არკა", პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი)

უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი:

6 სექტემბერი
ყაზახეთი-საქართველო 18:00 (თბილისის დროით)

9 სექტემბერი
საქართველო-ლატვია 20:00

altსფფ-მ სტადიონზე აკრძალული ნივთების სია, შესვლისა და ქცევის წესები გამოაქვეყნა

altსაქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altმეტოქე: ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია

Sportall.Geითამაშე მინი ფეხბურთი მეგობრეთან ერთად "ლეილა მესხის სპორტულ კომპლექსში"

 



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 87 /
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს...
ვინც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს ლანძღავს და წაგებას უწინასწარმეტყველებს, ფეხბურთელებს წყალს ატანს, ჯერ არ დაწყებულ გათამაშებაში უკვე წაგებულად მიიჩნევს საკუთარ ქვეყანას, პესიმიზმის და ზიზღის უსაზღვრო გუბეში არიან ჩაფლულები, ხოდა თუ ხართ მაქ იყავით და თუარ გინდათ ამოსვლა ნუ ამოხვალთ, უბრალოდ საჯაროდ მაინც ნუ ანთხევთ გესლს... და კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება... დალოცვილებო ვიდრე არის ოპტიმიზმის საფუძველი მანამდე მაინც განეწყვეთ დადებითად, აბა ლანძღვა-გინებაში რო ბადალი არ გყავთ ეგ ისედაც ყველამ იცის...
Ziqenbud
17:32 27-08-2018
3
ჩაკვეტაძე, გვილია, კიტეიშვილი... ბიჭები, რომლებიც იმედს მისახავენ და ჩვენი ნაკრების მომავალი არიან (ჩემი პირადი აზრი), რომლებიც უფრო გამოაცოცხლებენ და სილაღეს შემატებენ ჩვენი ნაკრების შეტევებს, თუმცა ალბათ სამივეს სასტარტოში არ დააყენებს. ამ ორ თამაშში მხოლოდ 6 ქულას ველოდებით. ნახევარდაცვაში ძირითადად უკვე ევროპის "სურნელი" ტრიალებს და ეს რათქმა უნდა სათამაშო კლასს აამაღლებს. წარმატებები ნაკრებს და თავდაჯერებულობა ბიჭებს...
ziqenbud
13:46 27-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული