ვლადიმირ ვაისის სია: ერთა ლიგისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან და ლატვიასთან მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკმა სპეციალისტმა ყველას უხმო, ვინც შეიძლებოდა, თუმცა არის ტრადიციული დანაკლისებიც.

მთავარი დანაკლისი, ალბათ, ჯანო ანანიძეა და დიდი იმედი გვქონდა, რომ ის შეძლებდა ნაკრებთან ერთად ყოფნას, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ სანაკრებო თამაშებში გუნდს ჯანმრთელი და საუკეთესო ფორმაში მყოფი დაეხმარება.

მეკარეები
  • გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი)
  • როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
  • ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო", თბილისი)

ალბათ, ყველაზე დიდი დანაკლისი ამ პოზიციაზე გვაქვს. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი მაკარიძე. ამავდროულად, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ზაურ
მახარაძისთვის
სათამაშო უფლების მოპოვება. გიორგი ლორია კი "კრილია სოვეტოვის" სათადარიგო სკამზე ბოლოს 21 ივლისს გამოჩნდა. საბედნიეროდ, როინ კვასხვაძე ამ ეტაპზე შესანიშნავ ფორმაშია და სათამაშო ფორმით ყველა კონკურენტს ერთი თავით აღემატება, რაც ყაზახეთის ნაკრებთან გარკვეულწილად იმედს გვისახავს.

მცველები
  • ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი)
  • საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი)
  • დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა)
  • გურამ კაშია ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ)
  • ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი)
  • გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", მინსკი, ბელორუსი)
  • ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი)

ჩვენ უკვე ვწერდით ამ ხუთ ცენტრალურ მცველზე და მოულოდნელად, ვაისის სიაში მათგან ყველა აღმოჩნდა. ხუთივეს გამოძახების შემდეგ ერთი კითხვა დამებადა: ხომ არ ფიქრობს სლოვაკი ყაზახეთში სამი ცენტრალური მცველით თამაშს?!

ფლანგებზე კი მხოლოდ თითო ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული, რაც ნაკრების სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულწილად რისკია. იმედი ვიქონიოთ, რომ არც კაკაბაძეს და არც ნავალოვსკის რაიმე პრობლემა არ შეექმნებათ. სხვა შემთხვევაში ვაისის სქემა, ალბათ, ცენტრალური მცველების ფლანგებზე გამოყენებას ითვალისწინებს, რაც გამოჩნდა, რომ ნაკლებად საიმედოა.

altყველაზე კონკურენტუნარიანი პოზიცია ნაკრებში - ცენტრალური დაცვის ხუთეული



ნახევარდაცვა
  • ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი)
  • ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი)
  • გიორგი აბურჯანია ("ლუგო", ესპანეთი)
  • ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია)
  • ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია)
  • გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი)
  • გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი)
  • გიორგი არაბიძე ("ნასიონალი", პორტუგალია)
  • გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია)
  • თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი)
  • ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ)
  • ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი)

ამ სიაში ცოტა გასაკვირია ოთხი საყრდენი ნახევარმცველის გამოძახება, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვაისმა 23 ფეხბურთელი უნდა დაიტოვოს და ორი შეიძლება ნებისმიერი პოზიციიდან მოაკლოს.

ბოლო შეხვედრაში ტრავმის მიუხედავად, ნაკრების შეკრებაზე გიორგი მერებაშვილი ჩამოვა, რომლის დაზიანება საგანგაშო არ აღმოჩნდა.

გასაკვირია სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე ფეხბურთელების გამოძახება, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ ახალ გუნდში თავს. ესენია: გიორგი აბურჯანია, გიორგი არაბიძე და ჯაბა ჯიღაური. არაბიძე ჯობდა, ისევ ახალგაზრდულ ნაკრებს დახმარებოდა, რადგან მისი სათამაშო პრაქტიკა ამ ეტაპზე მხოლოდ 19 წუთს ითვლის! ხოლო ჯაბა ჯიღაურის ჩემპიონატში კი - სამ თამაშში 59-ს! გიორგი აბურჯანია - 2 თამაში, 23 წუთი! ამაზე საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, სხვა არჩევანი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ არიან გიორგი ხარაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ავთო ებრალიძე და ლუკა ზარანდია. ლობჟანიძე და ზარანდია კი არიან გაფართოებულ შემადგენლობაში, მაგრამ ეჭვი გვაქვს, იქვე დარჩებიან.

მთავარი ამბავი და სასიხარულო ფაქტია თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება, რომელთანაც ერთად ნაკრები სულ სხვა ფენომენია. ოქრიაშვილი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ნაკრებში თამაშობს, ყოველთვის აჩენდა თავის განსაკუთრებულობას და იმედს, რომელიც გულშემატკივრებს ძალიან აკლდა. მთავარი კითხვაა - არის ის ფიზიკურად ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად?

თავდასხმა
  • ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია)
  • გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია)
  • ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი)

ამ ხაზში ვაღიაროთ, უკეთესები არ გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ფეხბურთელი ტრავმების გამო სათამაშო პრაქტიკის უქონლობას განიცდის, სამივე ძლიერ ძალას წარმოადგენს და ამ ეტაპზე ჯობია, მათ უხმო, ვიდრე დებიუტანტს, რომელსაც ჯერ ნაკრებში არ უთამაშია.

altერთი დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altმეტოქე: ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია

altდაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?

altგვილია, კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი... - რომელი მოხვდება ვაისის სქემაში?

altმჭედლიძის კლასი, ქვილითაიას ალღო, კაჭარავას პარამეტრები - ვის აირჩევს ვაისი?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ლევანი-ს. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ბომბარდირს, ისევ სხვა, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე არაბომბარდირი ფეხბურთელის გამოძახება უფრო უპრიანია ჩემის აზრით. იმ ჩემპიონატისა რა ვთქვა, რომლის თამაშებს ფეხბურთელების ახლო ნათესავებიც აღარ ესწრებიან. გამოიძახა ვაისმა ლოკომოტივის ბომბარდირი ფეხბურთელი მახარაძე ნაკრებში, მაგრამ სად არის ახლა ის ფეხბურთელი, ხომ ვერ გვეტყვით. ასე რომ....
giga
09:55 29-08-2018
0
Kkk, ქვეყანა რა შუაშია? ეგრევე სამშობლოს რომ მიახტებით. ქვეყანა კი არა, მართვა არ გვივარგა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფედერაციას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. შეეშვით ქვეყნის ლანძღვას და თუ არ მოგწონთ, ია და ვარდი... დავაი დასვიდანია!!!
ნატალი
09:49 29-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული