ყაზახი ქომაგები საქართველოს ნაკრებზე - ამას ჰქვია საფეხბურთო სკოლა!

AutoSharing Option
27 აგვისტოს ვლადიმირ ვაისმა სანაკრებო სია გამოაქვეყნა. განაცხადს არა მარტო ქართველები, არამედ ყაზახებიც აქტიურად ელოდნენ.

დავინტერესდით, თუ რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ყაზახ გულშემატკივრებში და როგორ აფასებენ ჩვენს გუნდს.

altერთი დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სხვათა შორის, მეტოქის გულშემატკივრებში პესიმისტური განწყობა გამოიწვია (ასეც ხდება ხოლმე) იმ გუნდების სახელებმა, სადაც ქართველები თამაშობენ. ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთი წამყვანი სპორტული გამოცემის, sport.kz-ს მკითხველთა რეაქციებს.

ს. სპარტაკოვი: "ქართველების შემადგენლობა უფრო ძლიერია, თუ ვიმსჯელებთ იმ კლუბებით, რომლებიც სიაშია ნახსენები. ამავდროულად, ვლადიმირ ვაისი

არის მაღალი დონის მწვრთნელი. რას ფიქრობთ ჩვენი ნაკრების მოთამაშეების შესახებ? "ასტანასა" და "კაირატის" ფეხბურთელებს რეგრესი აქვთ. თუ ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე არ იასპარეზებენ, მაშინ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ".

ბობ შულცი: "საქართველოს ნაკრებს კარგი შემადგენლობა ჰყავს. ერთი ეგ არის, თუ რამდენად შეთამაშებულები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ყველანაირი შიშის გარეშე".

მულენრუჟი: "მხოლოდ ორი მეკარე თამაშობს ადგილობრივ ჩემპიონატში, დანარჩენი ლეგიონერებია. ამას ჰქვია საფეხბურთო სკოლა!"

ვეტერანი გულშემატკივარი: "მათ ჰყავთ ფეხბურთელები მსოფლიოში გაფანტული! ამ გუნდის დაძლევა რთული იქნება".

რუსლან შაკიროვი: "საქართველოს საფეხბურთო სკოლას ყოველთვის ჰქონდა თავისი სახე. ისინი თითქმის გაუვალნი არიან სახლში და ითამაშებენ პირველ ნომრად".

მუჰამედი: "ჩვენ გვაქვს სანაკრებო სტრუქტურა. ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ გვერდიგვერდ. ისინი დაეყრდნობიან ტექნიკასა და დრიბლინგს, ჩვენ კი დავუპირისპირდებით გუნდურობით და ერთიანობით. ექვსივე თამაში რთული იქნება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია!"

ბეიბით ჟუმაჟანი: "ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისი კარგი მწვრთნელია. ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ქართველები მომავალ მატჩში".

ტალაპი: "ლატვია და საქართველო თანაბარი დონის მეტოქეები არიან, ისინი უბრალოდ არ დანებდებიან. მთავარია, რომ არც ჩვენი გუნდი დათმობს არაფერს".

საჯიაუ: "მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობენ. მათგან კვირკველია და ხოჭოლავა არიან ძლიერ გუნდებში. "გენტი", "სარაგოსა" და ა.შ. არ არის ძლიერი კლუბები, ჩვენ კი შეგვიძლია გუნდურად უკეთესად ვითამაშოთ. ბახტიორ ზაინუდტინოვს შეუძლია გოლების გატანა. წარმატებები, ბიჭებო!"



altყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტიფას ვისაც ჩვენ შევხვდებით! ვერავის წარმოუდგენია ქართველთა მეხივით თავდასხმა და ელვისებური გარღვევები,რაც საბოლოოდ გოლებით გვირგვინდება!ყოჩაღ "დამაშნი" არწივებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
2
რატომღაც დარწმუნებული ვარ ჩვენს მოგებაში ნუ ყოველშემთხვევაში ფრეში თუ ფიზიკურად არ დავიჩაგრეთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული