ანანიძე დიდი დანაკლისია, დვალიშვილი შემადგენლობაში არაა - ლატვიური პრესა საქართველოს ნაკრების შესახებ წერს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისის მიერ საქართველოს ნაკრების შემადგენლობის დასახელებას ლატვიური პრესა ეხმაურება და ამ ფაქტს სტატიას უძღვნის.

Sportacentrs.com-ი წერს, რომ სლოვაკმა სპეციალისტმა ლატვიის ჩემპიონატში მოთამაშე ლაშა შერგელაშვილი რეზერვისტებში შეიყვანა, თუმცა ის ეროვნული გუნდის წევრია და შემადგენლობაში ხშირად ხვდება.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ "ჯვაროსანთა" შემადგენლობაში არ არის 32 წლის ფორვარდი ლადო დვალიშვილი, რომელიც წარსულში რიგის "სკონტოში" ირჯებოდა. ასევე, არ არის "რიგასის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე.

ლატვიელთა თქმით, საქართველოს ნაკრებს 23 ლეგიონერი ჰყავს, განსაკუთრებული დანაკლისი კი ჯანო ანანიძის არყოფნაა.

ისინი მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველზე დიდ
ყურადღებას ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ ჯანომ მძიმე ტრავმა მიიღო.

ასევე საუბარია ლევან მჭედლიძესა და თორნიკე ოქრიაშვილზე. ამ უკანასკნელზე ლატვიელები წერენ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ თორნიკე "კრასნოდარის" რეზერვისტებში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ლატვია ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

6 სექტემბერს "ჯვაროსნები" ყაზახეთს ესტუმრებიან, 9-ში კი სწორედ ლატვიას უმასპინძლებენ.

altერთი დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altვლადიმირ ვაისის სია: ერთა ლიგისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის!

მკითხველის კომენტარები / 5 /
დვალიშვილი ნაკრებს მოაშორეთ,ჯანო არასაიმედოა ტრამვების გამო.
status quo
21:39 28-08-2018
0
ეს ჯანო რაც თავი მახსოვს სულ დამტვრეული როგორ არი.
გოჩა
16:53 28-08-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული