Sportacentrs.com-ი წერს, რომ სლოვაკმა სპეციალისტმა ლატვიის ჩემპიონატში მოთამაშე ლაშა შერგელაშვილი რეზერვისტებში შეიყვანა, თუმცა ის ეროვნული გუნდის წევრია და შემადგენლობაში ხშირად ხვდება.
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ "ჯვაროსანთა" შემადგენლობაში არ არის 32 წლის ფორვარდი ლადო დვალიშვილი, რომელიც წარსულში რიგის "სკონტოში" ირჯებოდა. ასევე, არ არის "რიგასის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე.
ლატვიელთა თქმით, საქართველოს ნაკრებს 23 ლეგიონერი ჰყავს, განსაკუთრებული დანაკლისი კი ჯანო ანანიძის არყოფნაა.
ისინი მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველზე დიდ
ასევე საუბარია ლევან მჭედლიძესა და თორნიკე ოქრიაშვილზე. ამ უკანასკნელზე ლატვიელები წერენ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ თორნიკე "კრასნოდარის" რეზერვისტებში თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ლატვია ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
6 სექტემბერს "ჯვაროსნები" ყაზახეთს ესტუმრებიან, 9-ში კი სწორედ ლატვიას უმასპინძლებენ.
ერთი დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვლადიმირ ვაისის სია: ერთა ლიგისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის!