სტანიმირ სტოილოვი საქართველოს ნაკრებზე: ყოველთვის არ ხდება, რომ თამაშს ძლიერი სახელის მქონე ფეხბურთელები იგებენ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკოფერენცია გამართა და ჟურნალისტთა დასმულ კითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ იმ მომენტებს, სადაც ის საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.

სტოილოვს სთხოვეს, ვლადიმირ ვაისი შეეფასებინა, რომელიც ადრე ყაზახეთში, "კაირატის" დამრიგებელი იყო.

"ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია. ჩვენს ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ. მინდა ვთქვა, რომ მწვრთნელების დაპირისპირება გასახდელში მთავრდება, შემდეგ კი მოედანზე ფეხბურთელები გადიან და საქმე უკვე მათი გასაკეთებელია. მოხარული ვარ, რომ სლოვაკი მწვრთნელის ნახვა კიდევ ერთხელ შემეძლება".

სტოილოვს ასევე ჰკითხეს, რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი სიძლიერე.

"საქართველო კომპაქტური გუნდია. მაგალითად, მათ დაცვაში ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთისა და ევროპის ძლიერ კლუბებს წარმოადგენენ. მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ისე არ ხდება, როდესაც თამაშს ძლიერი სახელის მქონე მოთამაშეები იგებენ.

ყაზახეთის ნაკრებში მხოლოდ საიდახმეტი გვყავს, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის გარეთ თამაშობს. ჩვენ ფეხბურთელებს რწმენა უნდა ჩავუნერგოთ და მათ ყველანაირი შიში უნდა მოვაცილოთ.

თითოეულ თამაშს მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მივუდგეთ. საქართველოს დამარცხების შემთხვევაში, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ანდორასაც აუცილებლად მოვუგებთ, იქაც მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო", - აღნიშნა სტოილოვმა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ყაზახეთი საქართველოს 6 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

altყაზახი ქომაგები საქართველოს ნაკრებზე - ამას ჰქვია საფეხბურთო სკოლა!

altყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

altთითქმის ყველა ყაზახეთის ჩემპიონატიდან - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ არაფერი იწერება ნაკრების მზადებაზე,როდის მიემგზავრება ნაკრები და არის თუ არა რაიმე ცვლილებები ან ახალი პრობლემები ან დადებითი მოვლენები
vax-vax
03 სექტემბერი 2018 12:25
0
"საქართველოს დამარცხების შემთხვევაში, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ანდორასაც აუცილებლად მოვუგებთ, იქაც (!!??) მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო",
მიაქციეთ ყურადღება სიტყვა იქაც. ანუ აქ მოგვინელა და უკვე იმაზე ფიქრობს რომ ყაზახებს თავში არ აუვარდეთ და იქაც მოიგონ.
ჰაჰა
01 სექტემბერი 2018 15:25
0
შენ ეჭვი გეპარება 4 ქულას რომ აგცინცლავენ?
ioska
05 სექტემბერი 2018 09:41
0
კარგად დაგვღეჭოს, ყელზე არ დავადგეთ. ამას ანახებენ ჩვენი ბიჭები რო არაფერი ნაკრები ამას არ ჰყავს!
ddd
01 სექტემბერი 2018 18:42
1
ეს კაცი მაგრად მაღიზიანებს უკვე თავისი შეფასებებით. ჩვენი ბიჭები მალე განახებენ როგორ უნდა ფეხბურთის თამაში და განანებენ მაგ სიტყვებს.
giga
31 აგვისტო 2018 17:59
3
ფეხბურთს შეგაძულებთ. წინ საქართველო
roma
31 აგვისტო 2018 16:41
4
ფეხბურთი სად და ვის შეძულდა ევროტურნირებმა კარგად გიჩვენათ DDD
999
05 სექტემბერი 2018 09:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული