ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "კოლხეთი" ფოთში "დილასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "დილამ" სტუმრად "კოლხეთს" 2:0 სძლია.

დებიუტში ანგარიში სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ლემპტიმ გახსნა, რის შემდეგაც თამაში დაწყნარდა, პირველი ტაიმის ბოლოს კი მასპინძლები გააქტიურდნენ და დოროშენკოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ფოთელთა მწვრთნელს თვარაძეს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია.

მეორე ტაიმის დასაწყისში კოვტალიუკმა მეორედ დალაშქრა კნიგას კარი. 74-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, პატერსონ კაბორეს დარტყმული ბურთი კი გუგეშაშვილმა მოიგერია. მოკლედ, "კოლხეთს" მომენტები საკმაოდ ჰქონდა, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს კაკულიამ, იმნაძესაც შეეძლო
გოლის გატანა, მაგრამ ვერ გამოიყენა მომენტი და "კოლხეთმა" მორიგი მარცხი განიცადა.

როგორც ამბობენ, "კოლხეთს" მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება, რომლის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა.

ამასობაში კი გუნდი ვარდნას განაგრძობს და ხსნა-საშველიც არა ჩანს.

რაც შეეხება "დილას", სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მესამე ადგილზე გადავიდა.

ფოთი. "პარკი არენა".
კოლხეთი - დილა 0:2
გოლები: 0:1 ისიფუ ლემპტი (9), 0:2 მიკოლა კოვტალიუკი (55)
გამოუყენებელი პენალტი: პატერსონ კაბორე (74)

კოლხეთი (4-4-1-1): დენის კნიგა, თემურ ძაძამია (დავით მთივლიშვილი 36), ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, მურად აფხაზავა, ლევან კაკულია (თამაზ შალიკაშვილი 60), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე (კ), გიგა ჭეიშვილი (ლუკა მახარაძე 28), ვალიკო ტყემალაძე

მთ. მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

დილა (4-1-2-3): ლუკა გუგეშაშვილი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე (კ), ნოდარ ქავთარაძე (გურამ სამუშია 72), ლევან ნონიკაშვილი (გოგიტა გოგუა 46), გიორგი კორიფაძე, მიკოლა კოვტალიუკი (გაირა ჯუფი 59), ისიფუ ლემპტი, ერიკს სანტოსი, ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული