ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნიკა კვეკვესკირი: მზად ვართ, დავამტკიცოთ, რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ყველა მოუთმენლად ველოდებით ერთა ლიგის დაწყებას. ერთა ლიგა ჩვენი თამაშით იხსნება და საქართველოს ნაკრებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. მოტივირებულნი ვართ იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური შანსი დიდ საფეხბურთო ფორუმზე სათამაშოდ. გუნდში ყველას გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და 100 პროცენტით მზად ვართ, საფეხბურთო მოედანზე დავამტკიცოთ, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა ყაზახეთში. "ჯვაროსნები" ერთა ლიგის პირველ მატჩს 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე გამართავენ. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი
მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

altყველა ჯანმრთელადაა - საქართველოს ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ