ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
რატომ მოვიგეთ? იმიტომ რომ კლასით მათზე მაღლა ვართ! როგორც სერვეთმა მიგვიგო კლასის ხარჯზე, ზუსტად ასევე მოვიგეთ ჩვენც. და დიდი იმედი მაქვს, მალე სერბეთთანაც კლასის და თავდადების ხარჯზე მოვიგებთ. გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა გუშინდელი დღისთვის.
Alexandre
07 სექტემბერი 2018 16:47
0
რატომ მოვიგეთ? იმიტომ რომ კლასით მათზე მაღლა ვართ! როგორც სერვეთმა მიგვიგო კლასის ხარჯზე, ზუსტად ასევე მოვიგეთ ჩვენც. და დიდი იმედი მაქვს, მალე სერბეთთანაც კლასის და თავდადების ხარჯზე მოვიგებთ. გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა გუშინდელი დღისთვის.
Alexandre
07 სექტემბერი 2018 16:46
0
aq zogi iset komentars aketebs mgonia nakrebis wageva ufro gaexarsebidat vidre mogeba ...mtavaria bichebma moiges da esaa mtavari chankve calke temaa kidev..da kidev tistqosta kazaketi gvjobda bevrad ragac momentebshi sheidzleba magram faseuli araferi sheuqmniat mats Romelic chven momentebs jobda..gilocavt bicheo warmatebebi 9..
shoti
07 სექტემბერი 2018 16:29
1
ამ თამაშამდე მომწონდა ვაისი, წინა შესარჩევში თამაში არ მოგვიგია, მაგრამ ტოლსწორად ვეთამაშეთ ჯგუფის ლიდერებს, ამხანაგურებში ფეხბურთელებს ცდიდა და ყველაფერს ქონდა ახსნა. გუშინდელმა მოგებამ უზომოდ გამახარა, მაგრამ ძაანაც დამაფიქრა, და დამაფიქრა პირველ რიგში ვაისის მოქმედება-უმოქმედობამ.
ნახევარი საქართველო და ყველა ქომაგი მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა შემადგენლობის დაყენებისას და შეცვლებისას, არ მინდა გვარების დასახელება, რომ ბიჭებს გული არ ვატკინე, იმიტომ რომ ყველამ გულით და სულით ითამაშა და გაგვახარა საბოლოოდ, მადლობა თქვენ ამისათვის, გენაცვალეთ, მაგრამ.....
მაგრამ არ მინდა რომ თავში აგვივარდეს ცუდი თამაშით მოპოვებული ქულები და ეს გამარჯვება უბრალო გამონაკლისად დარჩეს, ამ თამაშით არანაირი შანსი არ ვექნება პლეი-ოფებში ბელორუსთან და მომაგრებულ სომხებთანაც და ხომ უნდა დავიხოცოთ ყველა ნერვიულობით ამ ჩვენს ,,მოძმეებთან" რომ დავმარცხდეთ და დაგვასხან თავს ლაფი!!!! ხოდა ეს რომ არ დაგვემართოს ამიტომ არი საჭიროა რაღაცეების შეცვლა ბ-ნო ვაისს,
დ კიდევ ეს რა უბედურებაა და რომელმა მოურინიო-კაპელომ დაადგინა რომ მე-60-65-ე წუთამდე არ უნდა შეცვალო არავინ, რომ ხედავ შე დალოცვილო ვერ ქაჩავს დღეს ეს კაცი, შეცვალე რა მეორე ტაიმისათვის, მით უმეტეს გყავს მისი შემცვლელები სკამზე!
თან ყველა ხედავს ვინ ვერ ქაჩავს ამ მომენტისათვის და რაღა მწვრთნელი ვერ ხედავს?!
მაინდამაინც თქვენ უნდა მამკლათ ნერვიულობით?!!!
ხოდა აბა თქვენ იცით ბიჭებო! გენაცვალეთ! ზეგ შევხვდებით სტადიონზე!
პ.ს. ლატვია ძაან სუსტია წელს, უეჭველად უნდა მოვუგოთ და შესაძლებელია მოვუგოთ ლამაზი თამაშით, მაგრამ დღევანდელი ლატვია საზომად არ გამოგვადგება მეგობრებო, ასე რომ საზეიმო ჯერ ბევრი არაფერი გვაქვს, სამუშაო კი როგორც თამაშმა აჩვენა ძალიან ბევრი!
გამარჯვების პახმელიაზე!
07 სექტემბერი 2018 13:47
1
ვულოცავ ბიჭებს!!! გაიხარეთ და ხშირად გაგვახარეთ!!! შემდეგი თამაში ლატვიასთანაა... იგივე ყურადღებით, დაკვირვებით და ზომიერი სიფრთხილით!!! იმედია, შედეგი სასურველი იქნება!!!
tngh
07 სექტემბერი 2018 13:36
0
ერთი შეხედვით შეტევაში მერებაშვილის თამაში არ იყო ეფექტური, მაგრამ მეორე მხრივ ის სასარგებლო იყო ორთაბძოლებში, მეტოქის შეტევების დეზორგანიზებაში, პლიუს გამოცდილება და დრაივი.დღესდღეობით ვაისი სერიოზულ მოწინააღმდეგესთან სავარაუდოდ არაფრისდიდებით არ დააყენებს ჩაკვეტაძესთან ერთად პაპუს ან მითუმეტეს არაბიძეს (თუ რაღაც გამოუვალ სიტუაციაში არ აღმოჩნდა).ის თითქმის ყოველთვის ასე იქცეოდა, ეს მისი ფეხბუთია და ამას არ შეცვლის.აშკარაა რომ ვაისი მწვრთნელების იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომელთათვის უმთავრესია თამაშის ორგანიზაცია და ტაქტიკური განლაგება.კონკრეტული მომენტისათვის ფეხბურთელის ფორმა და ოსტატობა მეორე პლანზე დგას. ამაში ის შეუვალია. ვაისი არ გარისკავს და არ შეცვლის არჩეულ გზას.ვნახოთ, ეყოფა თუ არა მას ნიჭი და გამოცდილება რომ ქართულ ფეხბურთს ღირებული რამ შესძინოს.
amataki
07 სექტემბერი 2018 13:07
0
აი როგორც იქნა ითქვა ის რაც არის. თუ გაიგებენ....
ზაზა
07 სექტემბერი 2018 19:20
0
მერებაშვილი ყველაზე უსტი რგოლია ნაკრებში!
სანდრო
07 სექტემბერი 2018 12:08
8
თქვენ ყველა თამაში მოიგეთ და ვინ რა კომენტარს დაწერს ყურადღებას ნუ მიაქცევთ!
გუჯა კახაძე
07 სექტემბერი 2018 12:06
0
:))))
არისტო
07 სექტემბერი 2018 14:59
0
ადმინ,გაწყენინეთ რამე?ჯერ არის და ანტირობოტს ვერ ვაჯერებ,რომ ადამიანი ვარ,ხვეწნა მუდარით გამომიშვებს და ახლა თქვენ მიკარგავთ პოსტს.
ვულოცავ ნაკრებს და საქართველოს ამ პირველ და ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას.გამარჯვების ბედი ფეხბურთელთა ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა,მთლიანად ნაკრები კი ძალიან ფრთხილად და დისციპლინირებულად თამაშობდა.ეს ვფიქრობ პლიუსში უნდა ჩავუთვალოთ და აქ ჯდება მერებაშვილის თამაშიც.გიორგის თამაში არ არის მკაცრად ფლანგზე თამაში,იგი ცენტრშიც შედის ხოლმე და ამ დროს არის მაქსიმალურად პროდუქტიული.აქ კი ალბათ დავალებიდან გამომდინარე ცენტრისაკენ არ იწევდა და სივრცეს არ ტვირთავდა.ასე რომ მას სასაყვედურო შეიძლება მხოლოდ არა მწვავე ჩაწოდებები ჰქონდეს.მისი არ შეცვლა ალბათ ფიზიკური გამძლეობიდან გამომდინარეობდა,უბრალოდ სხვები უფრო დაიღალნენ და თანაც მწვრთნელმა დაცვა გააძლიერა.პირადად მე ყველაზე უფრო ნავალოვსკის თამაშის მეშინოდა,მინსკის დინამოს შემადგენლობაში ზენიტთან მეორე მატჩში ვუყურე და საშინელ ფორმაში იყო.საბედნიეროდ, აქ გიორგიმ დაცვაში ალბათ ყველაზე კარგად ითამაშა და შეტევაშიც ჩაკვეტაძესთან საკმაოდ კარგად ურთიერთქმედებდა.შეიძლება ითქვას რომ გიორგიმ ორი გოლი გამოგვაძრო.
სხვა ნაკრებებთან ჩვენ ცალსახა ფავორიტები ვართ და ამ თამაშებში ალბათ შედეგთან ერთად თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ.აქ ვიღაცა სწერდა,სომხებიც მოგვიგებენო,გუშინ ცოტა ხანს ვუყურე და საცოდაობაა სომხეთის ნაკრები.ათკაცა ლიხტენშტეინი, თამაშის ბოლოს, იქით უტევდა სომხებს და მხოლოდ 1-2 წააგეს.
სოსო
07 სექტემბერი 2018 11:38
0
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ ვაისს, ლატვია ანდორა 0-0, მოკლედ 99 % პირველ ადგილზე გავდივართ ამ ჯგუფში
ბუბო
07 სექტემბერი 2018 10:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული