ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორგი ჩაკვეტაძე: უბედნიერესი ადამიანი ვარ, ლატვიაც უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე გასვლაზე ყაზახეთის ძლევაში უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანა, რომელმაც დიდებული გოლიც გაიტანა და მერე საგოლე კომბინაციაც წამოიწყო. ნამატჩევს მან სიხარული ვერ დამალა.

"კმაყოფილი ვართ პირველი თამაშით, გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა ამ ჯგუფში ყაზახეთი და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ.

რაც შეეხება გოლს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავეხმარე ნაკრებს გამარჯვებაში და ახლა მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ ლატვიასთან მატჩზე, რომელშიც აუცილებლად უნ
და გავიმარჯვოთ და მოვუწოდებ ხალხს, რომ მოვიდნენ თამაშზე და მხარი დაგვიჭირონ".

alt"გენტის" საიტი: ქალბატონებო და ბატონებო, ერთა ლიგაზე პირველი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა [VIDEO]

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ