პუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი-საქართველოს ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი სწორედ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა და ჩვენი გუნდი 1:0 დააწინაურა.

ამასთან ერთად, იმ ფეხბურთელების ჩამონათვალსაც გვაწვდის, რომლებმაც სხვადასხვა ტურნირში, ჩაკვეტაძის მსგავსად, ასევე პირველი გოლი გაიტანეს.

  • ჩემპიონთა თასი
ჟოაუ ბაპტიშტა მარტინში - სპორტინგი-პარტიაზნი 3:3, 4 სექტემბერი, 1955 წელი

  • ევროპის ჩემპიონატი
ანატოლი ილინი - სსრკ-უნგრეთი 3:1, 28 სექტემბერი, 1958 წელი

  • საერთაშორისო თასი
ფერენც პუშკაში - რეალი-პენიაროლი 5:1, 4 სექტემბერი, 1960 წელი

  • თასების თასი
ჰორსტ კოლე - ფორვერტსი-რუდა ხვეზდა 2:1, 1-ელი აგვისტო 1960 წელი

  • უეფას თასი
რალფ კოუტსი - კეფლავიკი-ტოტენჰემი 1:6, 14 სექტემბერი, 1971 წელი

  • უეფას სუპერთასი
ლუჩანო კიარუჯი - მილანი-აიაქსი 1:0, 9 იანვარი, 1974 წელი

  • ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)
დანიელ ამოკაჩი - ბრიუგე-ცსკა 1:0, 25 ნოემბერი, 1992 წელი

  • ინტერტოტოს თასი
ერჯიუმენტ შაჰინი - უიმბლოდნი-ბურსასფორი 0:4, 24 ივნისი, 1995 წელი

  • ევროპის ლიგა
ალბერტო საპატერი - ჯენოა-სლავია 2:0, 17 სექტემბერი, 17 სექტმებრი, 2009 წელი

გიორგი ჩაკვეტაძის სახელი ისტორიას დარჩება, როგორც ზემოთ მოხსენიებული ფეხბურთელების.

altგიორგი ჩაკვეტაძე: უბედნიერესი ადამიანი ვარ, ლატვიაც უნდა დავამარცხოთ

alt"გენტის" საიტი: ქალბატონებო და ბატონებო, ერთა ლიგაზე პირველი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა [VIDEO]

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოლსაც გააჩნია! მაგრამ გიორგის გოლი ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების გოლებს აღკარად ჯობდა!!!
გიორგი წარმატებები!!
ჯავახელი
07 სექტემბერი 2018 16:34
0
მაგარი სათაურია! ჰო, პუშკაშს შეადარეთ უკვე! მესის და რონალდოს! მომატების მოტივაცია არ დაუტოვოთ!
hm
07 სექტემბერი 2018 13:22
8
თუ გაგიგიათ, ვინ იყო პუშკაში. ღმერთმა ჰქნას, სულ მალე პუშკაშიც დაჩრდილოს. პუშკაში იყო იმ დროის მესიც, რონალდოც, მხოლოდ პელეს, ვერავის შევადარებ. ყველა დროის ფეხბურთელებად მიმაჩნია:
1. პელე.
2. სტრელცოვი. 3. დისტეფანო. 4. გარინჩა. 5. მარადონა და შემდეგ დანარჩენები. ეს ვის თამაშებსაც მოვსწრებივარ და მინახია. აქედან დისტეფანოს, მხოლოდ ფრაგმენტები კინოდან და ფეხბურთის სამყაროს კომენტარებიდან. შემდეგ: 6. რონალდინიო. 7. რონალდუ.
8. მესსი. 9. ეუსებიო.
10. მესხი.
რონალდუ, მესის სჯობს სანახაოებრივად.
საინტერესოა თქვენი კომენტარები.
მხოლოდ ჩემი მოსაზრება. გიორგი.
09 სექტემბერი 2018 11:54
0
როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი და როგორ გვახარებს ოდნავი წარმატება.მეც რამდენჯერ მითქვამს აღარ ვუყურებ ამათ თამაშს მეთქი,მაგრამ მაინც ვუყურებ.კიდევ ბერვჯერ გაგვახარეთ ბიჭებო და ჩვენ თქვენთან ვართ ყოველთვის.
ლაშა
07 სექტემბერი 2018 12:05
0
ძალიან გასახარია!
ლევანი
07 სექტემბერი 2018 11:34
0
ვუსურვებ ტურნირის ბოლო გოლითაც შესულიყოს ისტორიაში
ise
07 სექტემბერი 2018 11:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული