კახა ცხადაძე ყაზახეთი-საქართველოს მატჩზე: მოდით, სიმართლე ვთქვათ...

AutoSharing Option
"ორდაბასის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ Prosports.kz-სთან ინტერვიუში ყაზახეთი-საქართველოს შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ მატჩში ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

- რა შეგიძლიათ თქვათ ყაზახეთი-საქართველოს მატჩზე?
- ვფიქრობ, საკმაოდ ფრთხილი თამაში იყო. ორივე გუნდი ცდილობდა, არ წაეგო, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობა ამ მატჩში უკეთესი იყო. ამის დასტურია 2 სწრაფი გოლი, რომლებიც კონტრშეტევებზე გაიტანეს. მეორე ტაიმში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინიციატივას ყაზახეთის ნაკრები დაეუფლა, მაგრამ გოლები ქართველებმა გაიტანეს. ნებისმიერ შეცდომას ასეთ მატჩებში, შესაძლოა, გოლი მოჰყვეს. მოდით, სიმართლე ვთქვათ, ქართველი
ფეხბურთელების გამოცდილება, რომლებიც ევროპულ გუნდებში თამაშობენ, ყაზახ ფეხბურთელებზე უფრო დიდია. ეს ცალსახაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოუგო ყაზახეთის ნაკრებმა ანდორას?
- ვფიქრობ, ეს კითხვა უფრო სტოილოვს უნდა დაუსვათ. მან ყველაზე უკეთ იცის, რა მოხდა. თუმცა არავინ ელოდა, რომ პირველ ორ შეხვედრაში ყაზახეთი მხოლოდ 1 ქულას აიღებდა. სტოილოვი კვალიფიციური მწვრთნელია და ამაში თავად გაერკვევა.

alt ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altანდორა-ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ყაზახეთთან მატჩში

alt"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
აბსოლუტურად მართალია წინა კომენტარის ავტორი. ,,სტოიალოვი თავად გაერკვევა'' - აბა ეს საინტერესოა? უფრო საინტერესო უნდა იყო კახა
levani
12 სექტემბერი 2018 16:26
10
ესეთი არაფრისმომცემი კომენტარები რატომ კეთდება ან რატომ ქვეყნდება. თუ არ უნდა კომენტარის მიცემა საერთოდ უარი თქვას ჯობია
გურამი
12 სექტემბერი 2018 14:35
13
კოლეგიალობიდან გამომდინარე,მწვრთნელი მწვრთნელის კრიტიკას და მისი მუშაობის გარჩევას ყოველთვის ერიდება.მით უმეტეს დელიკატურია ქართველი მწვრთნელისაგან ყაზახეთის მწვრთნელისათვის შენიშვნების მიცემაც.თანაც კახა მაინც ქართველია და რატომ მისცემს ჩვენს საწინააღმდეგოდ რაიმე რჩევას, მეტოქის მწვრთნელს?
სოსო
14 სექტემბერი 2018 13:45
0
რა არ მოგეწონა? თქვა კაცმა ქართველების საშემსრულებო ოსტატობა უფრო მაღალი იყო და ამით მოიგო ნაკრებმაო :)
დანარჩენს ეხლა თავად უნდა მიხვდე.
ორივე თამაში მოვიგეთ ჩაკვეტაძის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და არა ნაკრების გამართული ტაკტიკით, რომელიც ვაისის ფორმაციის ნაკრებს საერთოდ არც გააჩნია
lasha
12 სექტემბერი 2018 16:26
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ერთა ლიგა
#
გუნდი
2
ანდორა
2
0
2
0
0
2
3
ლატვია
2
0
1
1
-1
1