ანდორას ნაკრების მწვრთნელი: ყაზახეთი საქართველოზე ძლიერია

AutoSharing Option
ანდორას ნაკრებმა ერთა ლიგის სტარტზე ლატვიასთან და ყაზახეთთან სენსაციურ ფრეს მიაღწია და რა გასაკვირია მისი მწვრთნელის, კოლდო ალვარესის სიხარული.

"ყაზახეთი ლატვიაზე უკეთესი გუნდია, ჩემი აზრით, ყაზახეთი საქართველოზე უფრო ძლიერიცაა, ასტანაში ჩატარებულმა მატჩის შედეგმა შეიძლება ზოგიერთი შეცდომაში შეიყვანოს. ხვალ მაგრად უნდა ვითამაშოთ, რათა ნამდვილ ნაკრებად ვიწოდებოდეთ, შემდეგ კი იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან", - განაცხადა ალვარესმა ყაზახეთთან შეხვედრის წინ.

ყაზახეთთან ნამატჩევს კი მან აღნიშნა, რომ მოგებაზე არც უფიქრიათ, დამსახურებულად მოპოვებულმა ქულამ გაახარა, მათმა დაცვამ ივარგა და მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ გაუიოლათ საქმე.

მისი
თქმით, უკვე კარგი გუნდი ჰყავთ და კიდევ შეუძლიათ ქულების მოპოვება.

საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში "დინამო არენაზე" უმასპინძლებს და ვნახავთ, მართლა შეუძლიათ თუ არა ანდორელებს კიდევ ქულების მოპოვება.

altსაქართველო-ანდორას მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

alt ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

მკითხველის კომენტარები / 39 /
ბიჭებო! მარტო ამის სიტყვების გულისთვის უნდა დავდოთ ყველაფერი,რომ ეს ფარჩაკი გაფარჩაკებული წავიდეს თბილისიდან,აუცილებლად სავსე დინამო და აუცილელდ შემტევი ფეხბურთელები სასტარტოში,საქართველო-ანდორა 5:0
ფეოლა
12 სექტემბერი 2018 22:27
4
აჰა ეხლა ამას მოელანდა რაღაცეები, ბევრს ნუ ეწევი მეგობარო თორემ საფრანგეთთანაც მოგინდება შენ მოგება
ზიზუ
12 სექტემბერი 2018 21:46
1
ჩამოდი ერთი და განახებთ ვინ უფრო ძლიერია, აქედან კუდამოძუებული რომ გაგიშვებთ მერე იქნება გაგინათდეს გონება.
ზაზა
12 სექტემბერი 2018 22:30
0
chamoxval tbilishi da naxav vinaa dzlieri shen tavgasiebuloo

soso
12 სექტემბერი 2018 21:59
0
თავგასიებულო კაი იყო.
მამუკა
12 სექტემბერი 2018 22:21
0
უკვე ფსიქოლოგიურად არასტაბილური ხალხის სახელი გვაქვს და ყველა ჩვენს ნერვებზე თამაშობს :)) ამან გაიგო ქართველები ადვილად იჭრებიანო და ნერვებბს გვიშლის.
Rostevan
12 სექტემბერი 2018 23:32
4
ვაი შე გაჭირვებულო რა გეშველება??? ჩამოხვალ აქ და ინანებ მაგ სიტყვებს.
giga
12 სექტემბერი 2018 22:12
0
თავში აუვარდათ ამ ფარჩაკებს 2 გასროლა და იქადნებიან. კარგია ესე რომ ფიქრობენ, 9–0 წაგებამდე. იქნებ მოგებაზეც იფიქრონ.
1111
12 სექტემბერი 2018 22:00
0
ზედმეტი თავდაჯერებულობა ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს.ანდორამ,ლიუქსემბურგმა და ფარერის კუნძულების ნაკრებებმა ფეხბურთის თამაში ისწავლეს.ყაზახეთის ნაკრებთან მოგებამ დათვური სამსახური არ უნდა გაგვიწიოს.
გიოშა
13 სექტემბერი 2018 02:12
1
ეტყობა ყაზახურ მოსაწევს გულისხმობდა. შეეშალა დიდი ამბავი, გადააყოლებენ კაცს ერთ პაპიროსს.
ჰაჰა
13 სექტემბერი 2018 11:21
0
გენაცვალე ძმაო..... ჯიგარი ხარ.....
elgvisa
19 სექტემბერი 2018 09:56
0
ზედმეტად ემოციურობა-ნერვებს გვიშლის და ცდილობს ჩეენი მინუსი გამოიყენოს, თუმცა მოტივაცია კიდევ უფრო გვეზრდება და მჯერა გავაპობთ ანდორას. როგორც იტყვიან - ბიჭი ვარ და მოვდივარო, ბიჭები ვართ და დავხვდეთ!
ლაშა
13 სექტემბერი 2018 09:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული