გიორგი ჩაკვეტაძე: გიორგი ქვილითაიას კოჭი საშინელი სანახავი იყო

AutoSharing Option
"გენტის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იმ მომენტს იხსენებს, როცა გიორგი ქვილითაიამ საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა.

"ჯერ ვარჯიშიც არ გვქონდა დაწყებული, რამდენიმე ფეხბურთელი უბრალოდ ვხურდებოდით. მე გიორგი ქვილითაიას გვერდით ვიდექი. ის ახტა და როდესაც ბალახზე დადგა ფეხი, მაშინვე ყვირილი დაიწყო. მისი კოჭი საშინელი სანახავი იყო. გიო სერიოზული ტრავმის შემდეგ ერთხელ უკვე დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე ადრე იქნება ჩვენთან, ვიდრე მოსალოდნელია" - თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გიორგი ქვილითაიამ "რაპიდის" რიგებში ასპარეზობისასაც კოჭი მოიტეხა. მაშინ სამი თვე გაუცდა. ტრავმირებული ფეხბურთელი "გენტში" გადაბარგდა,
ბელგიის ჩემპიონატის ორ მატჩში ორი გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ქართველი თავდამსხმელი მოედანს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლოსდაბოლოს თუ გაირკვა, როდის ბრუნდება?!
Fani
17:31 19-09-2018
0
გუშინდელ თუ იმიწინდელ ლელოდან ამოვიკიტხე 4 დან 6 ტვემდეო ალბათ
Emzar Duisburg
22:51 19-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული