![](https://sportall.ge/pictures/image31/4028e1c5090c02e005002d4a359feadb.jpg)
არიან ადამიანები, ვისაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა სურს და ლატვიაში წასვლასაც არ დაიშურებს. ამ სტატიაში კი შევეცდებით, მაქსიმალურად იაფი მარშრუტი წარმოგიდგინოთ.
1. მგზავრობა
ფრენისთვის იდეალური აეროპორტი კოპიტნარია, 14 ოქტომბერს, 10:40 წუთზე, რიგის მიმართულებით ქუთაისიდან რეისი მიფრინავს, რომლის ღირებულება ამ დროისთვის 168 ევროა.
2. სასტუმრო
გამომდინარე იქიდან, რომ სამი ღამით გიწევთ ქვეყნიდან გასვლა, თუმცა წამოსვლისას ღამით ადრე
- ჰოსტელების ღირებულება 5 ევროდან იწყება
- სასტუმროების და აპარტამენტების ღირებულება კი - 15 ევროდან. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, თუ რამდენიმე ადამიანი მიდიხართ, სასტუმრო უფრო იაფი დაგიჯდებათ.
![უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად! Sportall.Ge](/pictures/artimages/original/fd84324c01e93c5c1599eac277f8dd15.gif)
3. კვება
საკვების ფასებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, ლატვია არ არის ის ადგილი, სადაც ამ მხრივ ცხოვრება ძვირი დაგიჯდებათ. თუ სახლის პირობებში კვებას ან სწრაფ კვებაზე შეაჩერებთ არჩევანს, დღეში 10 ევრო გეყოფათ.
თუ კაფეებსა და რესტორნებში გადაწყვეტთ საკვების მირთმევას, ყველაზე იაფი ვარიანტი 15-დან 20 ევრომდე დაგიჯდებათ სრული დღე.
![უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად! Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5686831e5f8c55e081148ca1ceabf4da.jpg)
4. შიდა გადაადგილება
![უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად! Sportall.Ge](/pictures/artimages/original/fc1c97f876940b8c265fbdad92bd9c7f.jpg)
რიგაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 1.15 ევრო ღირს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სამი დღის ვალიდური ბილეთი, რომელიც მხოლოდ 10 ევრო დაგიჯდებათ. რიგაში მოძრაობს: ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, ექსპრეს ავტობუსი და ღამის ავტობუსი.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რიგა საკმაოდ ლამაზი ქალაქია და თითოეული უბანი გამორჩეულია, ფეხით გადაადგილებას გირჩევთ.
![უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად! Sportall.Ge](/pictures/artimages/original/42c5505dc171af0ee035480cba94267f.jpg)
5. მატჩზე დასასწრები ბილეთი
ლატვიელები საშინაო თამაშებს "დაუგავას სტადიონზე" მართავენ, რომელიც 10 000-ზე ცოტა მეტ ადამიანს იტევს. საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთი 4.90 ევროდან 15 ევრომდე ეღირება.
![უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად! Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6daff2e5dc94d8ae15ebf60b75224b57.jpg)
6. ჯამი
საერთო ჯამში, თუ ყველაზე იაფ ვარიანტს აირჩევთ და მითითებულ თანხებს შევკრებთ, 220 ევრო ყველაფრისთვის საკმარისი უნდა გამოდგეს. სხვა შემთხვევაში კი, თქვენს სურვილზეა...
ვლადიმირ ვაისის სია: მწირი არჩევანი, ბევრი კითხვა და სლოვაკის უცნაური ლოგიკა
ერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია