ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
არაბიძე დააბრუნეთ! დავუშვათ შეეშალა ვარჯიშზე რაღაც, ამის გამო უნდა მოკვეთოთ ნაკრებიდან? საჯაროდ შენიშვნის მიცემა საკმარისი იქნებოდა. ვისაც ვარჯიშზე შეშლია ან ურთიერთობებში ყველა რომ მოიკვეთოს დარჩება ვაისი და კობიაშვილი ნაკრებში. ეს თქვენი პირადი კლუბი არ არის, ქვეყნის ნაკრებია! "ჭ" კლასის გუნდებთან ორი მატჩის მოგება არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვთ! ქეცბაიამ რომ გაუშვა კობიაშვილი გაიხსენეთ ეგ ამბავი და იგივეს ნუ აკეთებთ.
pegas
12:43 12-10-2018
1
რა თქმა უნდა არაბიძე არ არის სწორი, მაგრამ კობიაშვილს მეტი სიბრძნე მართებს. რამდენს გამოიძახებენ არ ათამაშებენ, ზამენაზეც არ შეყავთ, როცა კაჭარავას 90 წუთი შეუცვლელად ათამაშებს, სირცხვილია! ამ ქვეყანაში ყველაფერი ნაცნობობით როდემდე უნდა იყოს?!
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული