პლასტუნი: ქართველებს და უკრაინელებს "გენტში" საკავშირო ბანდა გვაქვს

AutoSharing Option
28 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი იგორ პლასტუნი (სიმაღლე 193 სმ) ზაფხულში გადავიდა "ლუდოგორეციდან" "გენტში", სადაც თანამემამულე თავდამსხმელი რომან იარემჩუკი და ქართველი ლეგიონერები, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ. პლასტუნმა "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქართველებზეც ისაუბრა.

- გუნდში ორი ქართველია და ორივე გიორგი - ქვილითაია და ჩაკვეტაძე. ეს უკვე პატარა საკავშირო ბანდაა?
- ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ პატარა ბიჭია. ის ქართველთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელთაც სკოლაში რუსული არ უსწავლიათ. აი, ქვილითაია კი შესანიშნავად ლაპარაკობს რუსულად.

ბანდის შესახებ სადღაც მართალი ხართ. როგორც წესი, ერთად ვართ
და სასადილოში ერთ მაგიდასთან ვსხედვართ. თუ უმცროს გიორგის რამე არ ესმის, უფროსი უთარგმნის. ქვილითაიამ ტრავმა მიიღო და სამშობლოში გაემგზავრა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რუსული არა სომხური.გადააშენეთ რუსეთი თავისი იმპერიული ამბიციებით
ვახო
10:36 10-12-2018
0
Sad axsena am patiosanma kacma sabchota kavshiri metyvit vinme?
Guja
09:33 06-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული