ანდორელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს

AutoSharing Option
ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოსთან 0:3 მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" როცა ბურთის გარეშე თამაშობ, მთელი ყურადღება გადატანილია დაცვაზე და ჩვენი ნაკრებიც ასე იქცეოდა. უნდა ვთქვა, რომ კარგად დავიწყეთ თამაში და პირველი ნახევარში მოვახერხეთ მეტოქის განეიტრალება, თუმცა მატჩი 90 წუთი გრძელდება და ჩვენ დავმარცხდით. ჩემმა ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს, მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

საქართველო ერთ-ერთი ფავორიტია ლიგაზე და მათ საკუთარი თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. თქვენი ნაკრები არამარტო ჯგუფის
მოგებას, არამედ ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს, რაც ავტომატურად გაგიყვანთ ევროპის ჩემპიონატზე.

ვფიქრობ, თქვენი ნაკრები უფრო წინ დგას ვიდრე ანდორის ნაკრები, გვქონდა თამაშის მიმდინარეობის ცვლილების გეგმა, თუმცა ეს სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

მთელი წლის განმავლობაში ჩვენმა ნაკრებმა ექვსი თამაში წარმატებულად ჩაატარა, თუმცა ამჯერად ჩვენ მარცხი განვიცადეთ და ეს სამწუხაროა."

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა

altთორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებს ვერ დეხმარება






მკითხველის კომენტარები / 12 /
ამხელა აჟიოტაჟი ანდორას ნახევრად პროფესიონალებთან მოგების გამო არა ღირს.
ჩემი აზრით.........
14 ოქტომბერი 2018 13:12
3
ეეეე ნეტა ყველა ასე ფიქრობდეს, თორემ გაღმერთდა ვაისი და ეგ არის! როდის წაუგია საქართველოს ისეთ გუნდებთან როგორიც ანდორა?
უთაvdaმსხმელოდ 3 გავიტანეთ
14 ოქტომბერი 2018 13:40
0
ეხლა ხომ მიხვდი ვინ ყოფილა ძლიერი შე პინგვინო:))
შოთა
14 ოქტომბერი 2018 00:58
5
შენნაირი ტიპები ქართველი ერის სირცხვილია
Niko
14 ოქტომბერი 2018 19:54
1
სომხები იტყვიან რომ გიბლარტართან ჩვენ წავაგეთ და მაგათმა ანდორას მოუგეს, ხო და ვიდეო კარგად შევინახოთ, წლების მერე გამოგვადგება
Parfiumer
13 ოქტომბერი 2018 23:54
0
ამანაც თურმე გაგვანეიტრალა, თურმე ლატვიის ფინელმა მწვრთნელაც, შესალოა ყაზახეთმაც...
მოკლედ სამივე გუნდმა გაგავნეიტრალა და მაინც - თურმე ავიღეთ 9 ქულა.
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:48
0
არადა, ჩემი აზრით, მაგარი მწვთნელია........ რაც რესურსიც ჰქონდა - ბოლომდე გამოიყენა....... თავს ზემოთ ვერ ახტებოდა....
elgvisa
13 ოქტომბერი 2018 23:12
0
ჰოო,ეს მგალობელი ფრინველი ყოფილა.ახლა სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა.
სოსო
13 ოქტომბერი 2018 22:57
0
რატომო კაცო ყაზახეთი რათ არ არისო ამ ჯგუფში ფავორიტიო და რატო იმსახურებსო საქართვეო გუშინ რას ამბობდიო ყაზახეთი არის საქართველოზე ძლიერიო რო ატარტალებდი ენას მიიღე დამსახურებულად/
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 22:54
1
არა იცი რაარის ძმაკააც,არ უნდა გექვა,რომ კაზახეი უფრო ძლიერიაოოო
ასევე
13 ოქტომბერი 2018 22:46
0
ყაზახეთი მართლა რაღაც ეგონა ამას.
პატრიოტი
13 ოქტომბერი 2018 22:41
0
"უნდა ვთქვა, რომ კარგად დავიწყეთ თამაში და პირველი ნახევარში მოვახერხეთ მეტოქის განეიტრალება"

რომელ პირველ ტაიმს გულისხმობს, სხვა თამაშს ხომ არ უყურებდა?
ქომაგი
13 ოქტომბერი 2018 22:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული