რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა

AutoSharing Option
13 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომ მან შეიძლება კიდევ ერთი ფორვარდი გამოიძახოს.

altვლადიმირ ვაისი: შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი გამოვიძახო

მის მიერ გაიჟღერა ორმა გვარმა ბუდუ ზივზივაძემ და ვლადიმერ დვალიშვილმა, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს სხვა ფეხბურთელი, გადაწყვეტილებას მიიღებდა ფეხბურთელთა სათამაშო კონდინციებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, თუმცა გადავხედოთ უახლოეს რეზერვს და მათ სათამაშო ფორმას.

რა თქმა უნდა აუცილებელი განმაპირობებელი ფაქტორია, რომ ფეხბურთელი საქართველოში იყოს, იდეალურია თუ ის თბილისში

იქნება.

ბუდუ ზივზივაძე - თბილისის "დინამო" - მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეროვნულ ლიგაში ბოლო სამ მატჩში, ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში, ერთხელ სათადარიგოდან ჩაერთო, ამ პერიოდში მის ანგარიშზე 2 გოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს თასზე 3 ოქტომბერს "გურაიასთან" დუბლი შეასრულა.

ვლადიმერ დვალიშვილი - "საბურთალო" - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა თბილისურ კლუბს, ითამაშა ჯამში ოთხ შეხვედრაში, ამათგან ერთ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა. "საბურთალოს" ბოლო სამი შეხვედრიდან, ორში ძირითად შემადგენლობაში იყო, ერთში განაცხადში არ ყოფილა.

გიორგი გაბედავა - "ჩიხურა" - ჯერ კიდევ არ არის საუბარი ეროვნული ლიგის ბომბარდირის ნაკრებში გამოძახებაზე, სიტუაციიდან გამომდინარე უცნობია აკვირდებოდა თუ არა მას სლოვაკი სპეციალისტი. ამავდროულად მას შეიძლება არ ენდოს იმის გამო, რომ მას სანაკრებო გამოცდილება არა აქვს და შეთამაშების პრობლემა შეიძლება შეექმნას, ლატვიასთან მატჩამდე მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი. საჩხერელთა ფორვარდმა 27 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეროვნულ ლიგაში მის მიერ ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. ის ამავდროულად გახდა მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელი.

ირაკლი სიხარულიძე - "რიგასი" - სიხარულიძე ლატვიური კლუბის წევრია და დედაქალაქში თამაშობს. ბოლო შეხვედრებში მას ძირითადი შემადგენლობა ანდეს, ის რაც "რიგასის" წევრია 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათგან ექვს შემთხვევაში შეცვალზე შევიდა - მის ანგარიშზე 1 გოლია.


altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 29 /
ისე ზოგჯერ რო ვათამაშოთ ხოლმე დვალიშვილი არ არი ცუდი აზრი, მაგალითი იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის როგორი არ უნდა იყოს ფორვარდი
Ultranationalist
03:15 15-10-2018
1
არ ვიცი, რატომ აღიზიანებს ზოგიერთებს გელა ნუგზარაშვილის ხსენება. ახალგაზრდაა. მარალი. ფიზიკურად ძლიარი, ტქანიკურია, თავით ჯკარგად თამაშობს და პოზიციასაც კარგად არჩევს.
მაიც რას უწუნებთ? იმას, რომ პროტეჟე არ ყავს?
ვახტანგი
01:07 15-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული