ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში

AutoSharing Option
ლატვიური პირველი დღის ემოციები უკვე გიამბეთ, მეორე დღე კი ზოგადად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს მატჩი იყო. ძალიან გინდა, რომ მალე დაიწყოს თამაში, თუმცა დილის 06:00 საათზე, როცა იღვიძებ და ქალაქში გადიხარ, აცნობიერებ, რომ თამაშამდე 15 საათზე მეტია დარჩენილი.

რადგან მხოლოდ ორი დღით სტუმრობ ევროპის ერთ-ერთ ლამაზ ქალაქს და ამავდროულად, მუშაობ, დილაადრიან უნდა დაიწყო მოძრაობა, რომ ქალაქი დაათვალიერო. თუ საღამოს 10 საათიდან ქუჩები რიგაში ცარიელი იყო, დილის 6 საათზე უკვე ფუსფუსი იწყებოდა და ყველა სადღაც მიიჩქაროდა. რადგან ქალაქი ბალტიის ზღვასთან
არის, დილით და საღამოს საკმაოდ ცივა, თუმცა შუადღისას ტემპერატურა 15 გრადუსამდე აღწევს.


Sportall.Ge

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ძველი ქალაქია, ანუ "ვეცრიგა". როდესაც წვრილ ქუჩებში დადიხარ ფერად სახლებს შორის და ფილაქანზე სიარულისას საკუთარი ფეხის ხმა გესმის, ერთი სიამოვნებაა. თუმცა, როდესაც ბლექჰედების სასახლის წინ აღმოჩნდები, ეს უკვე სულ სხვა ატმოსფეროა, ეს არის რიგის ისტორია. საკმაოდ დიდი ხანი გჭირდება, რათა შენობა გარედან აღიქვა და არანაკლები საგანძური შიგნით მუზეუმში სტუმრობისას გელოდება.

Sportall.Ge

თუმცა ლატვიელები ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად რიგის მოტორმუზეუმს თვლიან, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ანტიკვარული სატრანსპორტო საშუალებები ინახება. ეს კი ყველა ტრანსპორტის მოყვარულს იტაცებს და სხვადასხვა ცნობილი მოდელის სანახავად ამ ადგილს უამრავი ვიზიტორი ჰყავს.

Sportall.Ge

იმის მიუხედავად, რომ ქალაქში თითქმის არავინ არ იცოდა, რომ საღამოს ფეხბურთი იყო, რამდენიმე ბანერი მაინც შემხვდა. რამდენიმე საგაზეთო ჯიხურში სპორტული გაზეთის ნახვაც მინდოდა, თუმცა ვერ მივაკვლიე. შემდეგ რამდენიმე ადგილობრივ ახალგაზრდას ვკითხე, თამაშის შესახებ თუ იცოდნენ. უმრავლესობამ, არაო და ვინც იცოდა, მატჩი დიდად არ აინტერესებდა.

Sportall.Ge

ქუჩის მუსიკოსები ამ ქალაქშიც მრავლად არიან, თუმცა მათ ხმას ნაკლებად გაიგონებ. ძირითადად, უკრავენ და სმენის ნაკლებობასაც არ უჩივიან. მიწისქვეშა გადასასვლელებში შეგხვდებათ საქსოფონიანი ბიჭი, მევიოლინე გოგო ან ბაბუ, რომელიც ბასგიტარაზე ნოსტალგიურად აცოცხლებს Deep Purple-ის მუსიკას.






სტადიონზე ლატვიაში მცხოვრები ქართველი გულშემატკივარიც მრავლად იყო. მაგალითად, ერთი ჩვენი მკითხველიც შემხვდა, რომელიც რიგაში ფარმაცევტულ საქმიანობას ეწევა და ნაკრების საგულშემატკივროდ შვილთან ერთად იყო მოსული. სტადიონზე საქომაგოდ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოგოლაშვილიც იყო, რომელიც ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობს და 24 გოლი აქვს გატანილი. მომავალ სეზონში უკვე მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში იქნება, მისი მიზანი კი საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენა და ქართველი გულშემატკივრისთვის თავის გაცნობაა.

სტადიონზე მოსალოდნელზე ცოტა ხალხი შეიკრიბა. მიუხედავად ამისა, გარეთ სხვადასხვა გასართობი აქტივობა ტარდებოდა იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ლატვიის საქომაგოდ დადის. ბილეთების ფასი 5 ევროდან 15 ევრომდე მერყეობდა. ვინც ძვირიან ბილეთს ყიდულობდა, მათთვის სპეციალური ოთახი იყო, სადაც მათ ლუდით და სხვადასხვა კერძით უმასპინძლდებოდნენ.

Sportall.Ge

სტადიონზე გულშემატკივარს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, თითქოს ლატვიელები შეგუებულები იყვნენ იმ ფაქტს, რომ შეიძლება ეს შეხვედრა წაეგოთ. ქართველი ქომაგების ხმა სტადიონზე კარგად ისმოდა. როდესაც ჩვენებმა "პუტინ ხუილოს" ძახილი დაიწყეს, ლატვიელი ქომაგები სიმღერით აჰყვნენ. საბოლოოდ ამ ფაქტით ისე გახალისდნენ, მათ უფრო მეტი მოუვიდათ ამ სიმღერის შესრულება.

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

შეხვედრის შემდეგ ყველა ბედნიერი იყო. ფეხბურთელები იმ ქვეყნებში გაფრინდნენ, სადაც თამაშობენ, ხოლო ქართული დელეგაცია თბილისში კმაყოფილი და გახარებული დაბრუნდა.

P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და "პალიტრა მედია ჰოლდინგს", რომ მომეცა ნაკრების გასვლით მატჩში მუშაობის საშუალება.



alt latvian football f***ing s**t, ყინულის ჰოკეი, ტაქსისტი გოგონა, ანუ ჩემი პირველი დღე რიგაში


altLIVE ბლოგი ლატვიიდან: გადაფხიკე და მოიგე

altვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა გალაქტიონ!
ბასკი
15:56 18-10-2018
0
გალაქტიონს ყოჩაღ, მოკლედ. კარგად წერს ნაღდად, იცის თავის საქმე უცხოეთში მუშაობაშიც, აშკარად ეტყობა.
პავლე
21:44 18-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული