საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

AutoSharing Option
25 ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით წინ წაიწია და 1265 ქულით 92-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში ერთა ლიგის ორი მატჩი გამართეს. ჯერ საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ანდორას 3:0 სძლია, ხოლო შემდეგ სტუმრად ლატვია ასევე 3:0 დაამარცხა.

რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს, რომელიც აქამდე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იყოფდა პირველ ადგილს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთი 117-ეა, ლატვია 132-ე ადგილს იკავებს, 133-ეა ანდორა.

1(1). ბელგია - 1733
2(1).
საფრანგეთი - 1732
3(3). ბრაზილია - 1669
4(4). ხორვატია - 1635
5(6). ინგლისი - 1619
6(5). ურუგვაი - 1617
7(7). პორტუგალია - 1616
8(8). შვეიცარია - 1598
9(9). ესპანეთი - 1594
10(10). დანია - 1584
92(93). საქართველო - 1265
117(118). ყაზახეთი - 1166
132(131). ლატვია - 1111
133(128). ანდორა - 1109.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყაზახეთი, ანდორა და ლატვია დაამარცხა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.

altსაქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის 1.5 მლნ ევროს მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ადმინ რატომ არ გამოაქვეყნე ჩემი კომენტარი,გძინავთ?
გულშემატკივარი
26 ოქტომბერი 2018 08:28
0
არ დაგავიწყდეთ რომ 156 ვიყავით.
giga
25 ოქტომბერი 2018 16:06
3
ჯერ ძალიან შორს ვართ ძალიან!!! ამას ბლატაობა კიარა ბევრი შრომა და ოფლის ღვრა ჭირდება ეხლა!!! და ბავშვთა ფეხბურთის მიხედვა განსაკუთრებით რაიონებში, პროვინვიებში ჩნდება ნამდვილი ფეხბურთელები იქ სადაც სიგარიბეა და ერთადერთი შანსი თავის დახწევის არის სპორტი!!! აი იქ უნდა პატრონი და ბურთი და მოედანი!!!
jino
25 ოქტომბერი 2018 15:23
1
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა რომ საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი რომ მსოფლიო რეიტინგში მინიმუმ 70 საუკეთესოს შორის იყოს,ეს კი კიდევ უფრო გაზრდის შანსს რომ ჩვენი ლეგიონერებით ტოპ ჩემპიონატების გუნდები დაინტერესდნენ.
ქობულეთელი
25 ოქტომბერი 2018 14:09
1
42 ვიყავით მამენტ თავისდროზე
გიო
25 ოქტომბერი 2018 19:48
0
ქობულეთელო --- ალბათ პატარა ხარ თორემ გეხსომებოდა რომ ჩვენი ნაკრები 50-ე იყო რეიტინგში და პრადად მე 30 ში მინდა თანაც მჯერა რომ მალე ვიქნებით, თუ ასე გააგრზელეს ბიჭებმა))
Geo_Dinamo
25 ოქტომბერი 2018 16:16
1
არ მჯერა ამ რეიტინგის. დიდი პროგრესია ერთი ადგილით წინ წაწევა.
ქუთაისელი-2
25 ოქტომბერი 2018 14:02
4
აბა, აბა! ტრინიდადსა და ტაბაგოს გავასწარით და ყირგიზეთსაც კი მივუახლოვდით! რა სასიხარულოა, არა?!
N
25 ოქტომბერი 2018 13:28
27
სომხეთი და ჩიპოლინა არ დაგავიწყდეს
g
25 ოქტომბერი 2018 17:40
0

სიახლეები პოპულარული