ვლადიმირ ვაისმა ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს ანდორაში შეიკრიბება. უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ 15 ნოემბერს შედგება. ქართველი ფეხბურთელები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს 19 ნოემბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავენ.

ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ
კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.

Sportall.Ge

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 35 /
თქვენ რომ გისმინოთ, 11 კაცის ადილზე რამდენი ფეხბურთელი ათამაშოს? ყველა თავის კანდიდატურას ითხოვს.
იქნებჯერ ფიფას მივმართოთ, რომ წესები შეცვალოს და გააორმაგოს მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელთა რაოდენობა?
aristo
07 ნოემბერი 2018 10:15
2
ებრალიძე კარგ ფორმაშია და გაფართოებულ სიაში რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა
გაზზა
07 ნოემბერი 2018 07:02
0
გიორგის კომენტარს ველოდებოდი.. გელა ნუგზარაშვილს რომ ითხოვდა )))))
Burton
07 ნოემბერი 2018 03:52
0
Soso chamovida soxumidan? )))))
Emigranti
07 ნოემბერი 2018 02:19
9
მატარებელზე დააგვიანდა
ჯერი ღრუტუნაშვილი
07 ნოემბერი 2018 10:13
1
თავდასხმაში გაგვიჭირდება. ქვილითაიას ტრამვა ცუდი ამბავია. მის გარეშე არაფერი არ გამოგვდის პოზიციური შეტევებისას.
ჯერი ღრუტუნაშვილი
07 ნოემბერი 2018 00:46
0
ხოო პარუნაშვილი ცესიტ უნდა გამოეზახებინა.
diego
06 ნოემბერი 2018 22:48
3
კანკავა დამტვრეული არაა? გვილიას აღარააქ სათამაშო დრო ამ ბოლოს , ამითომ კარგ ფორმაში მყოფი პარუნაშვილი უნდა გამოეძახებინა, თან ესბიერგი მესამე პოზიციაზეა, მაგარ ფორმაში. მერებას მაგივრად ებრალიძეს ვნახავდი. კაჭარავას ნაცვლად ლობჟანიძეს. ნუ არაბიძე გუნდშიც ვერ ჩაჯდა სასტავში, როგორც ჩანს პრობლემური ტიპია, თავის თავის მტერი. დანარჩენი კაი სასტავია, მარა ეს სამი კი უნდა გამოეძახებია
vasia
06 ნოემბერი 2018 22:18
1
პარუნაშვილი რატომ არაა.
გფჯდჯ
06 ნოემბერი 2018 21:45
1
ბეგლარიშვილს ესტონეთის მოქალაქეობა რომ უნდა მაგის ბრალი არაა, დაბერდა კაცი, სულ ბომბარდირია და ყოველტვის აიგნორებენ. ამჟამინდელ კაჭარავას მძინარე ჯობია ბევრი თავდამსხმელი თუნდაც ეროვნული ლიგიდან
a
06 ნოემბერი 2018 20:19
12
ვაისს გადაეცით, რო საქართველოშიც ტარდება ჩემპიონატი და ...ანდორის დონის ფეხბურთელები კი გვყავს!!!...
amunia
06 ნოემბერი 2018 16:05
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0