არ მიფიქრია! - ვლადიმირ ვაისის შეფასება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
აზერბაიჯანულმა გამოცემამ, azerisport.com-მა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა. ვლადიმირ ვაისმა აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებების პერსპექტივებზე ისაუბრა.

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში პირველმა მოახერხა პლეი-ოფში გასვლა... 
- დიახ, ჩვენ გავხდით გუნდი, რომელიც პირველი გავიდა პლეი-ოფში, თუმცა მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. წინ კიდევ ორი ტურია, სადაც შევეცდებით, ქულათა მაქსიმუმი მოვაგროვოთ.

- რას ელით თქვენ შემდეგ ეტაპზე?
- იქნება ოთხი თანაბარი დონის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს.

- ვის ელოდებით ერთა ლიგის ნახევარფინალებში?
- ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ
სხვა ჯგუფებში ფავორიტების გამოსვლას, თუმცა ხდება სიურპრიზებიც. მაგრამ არ მსურს, კალკულაცია ჩავატარო, პირველ რიგში, მე ჩემს ჯგუფში დაფიქსირებული შედეგი მაინტერესებს.

- ფიქრობთ, აზერბაიჯანი ჯგუფიდან გავა?
- აზერბაიჯანს კარგი ნაკრები ჰყავს. მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი-ოფში იასპარეზოს.

- ეთანხმებით თუ არა იმ ფაქტს, რომ კოსოვოს ნაკრებს უფრო მეტი შანსები აქვს?
- ქულებით, დიახ. თუმცა არსად არ წერია ის, რომ აზერბაიჯანს კოსოვოსთან შანსი არა აქვს. ყველა გუნდი თანაბარია და შანსები ყველას აქვს.

- როგორ შეძლებს აზერბაიჯანის ნაკრები წარმატების მიღწევას?
- თქვენ ინტელექტუალური და ყურადღებიანი მწვრთნელი გყავთ. ის წარმატებულია საკლუბო დონეზე. მას შეუძლია იგივე გააკეთოს ნაკრებში. მინდა მას წარმატება ვუსურვო.

- თქვენი გუნდი უკვე პლეი-ოფშია. სავსებით შესაძლებელია, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს და ერთი მატჩი ბაქოში ჩაატაროს. როგორ მოგწონთ ეს პერსპექტივა?
- სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია. მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც შორსაა. თუმცა მე არ ვარ წინააღმდეგი, ჩემს გუნდთან ერთად ბაქოში ვითამაშო. მე ნამყოფი ვარ როგორც ფეხბურთელი, როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი სტადიონი და ბაქო არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ევროპაში.

altარ მგონია! - ვლადიმირ ვაისის შეფასება ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის

მკითხველის კომენტარები / 14 /
პარუნაშვილი და ლობჟანიძე უნდა გამოეძახებინა, ებრალიძეს რო თავი დავანებოთ
ლევანი
07 ნოემბერი 2018 22:45
10
სიმართლე ვთქვათ..... ბრწყინვალე მწვთნელია და რეალურად აფასებს სიტუაციას...... გავალთ ევროპაზე, ოღონდ სირთულეები გვექნება..... სხვა რა თქვა..... ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ვიცი როგორცაა სიტუაცია.......
elgvisa
07 ნოემბერი 2018 15:47
3
ისე სიმართლე რომ ვთქვა ესე ნათქვამი მირჩევნია და ითამაშონ ჩემპიონატზე ვიდრე აუ აბა რა ასსპროცენტიანი გასულები ვართ და რომ ვერ გავიდნენ
კახა ქირია
07 ნოემბერი 2018 15:36
0
ადამიანი გულისხმობს ევროპის ჩემპიონატის მომავალ ფორმატს და მალევე იმართლებს თავს რომ აზერბაიჯანალებმა ცუდად არ მიიღოთო.
თორნიკე
07 ნოემბერი 2018 15:13
0
რეალურად მას გასაბრაზებელი და ალოგიკური არაფერი უთქვამს, ,,ჯერ არ მგონიაო" (და ,,არ მგონია" შეიძლება კი არი ინტერპრეტირებული), ანუ წინასწარ არ ვიტყვიო
Irakli Apkhaidze
07 ნოემბერი 2018 15:01
1
პრობლემა ის არ არის თუ აზერები 'ხიმანდრობენ, პრობლემა ისაა რომ ამდენი კომენტატორია აქ რომელიც ამ ხიმანდრობას სიამოვნებით ხელს აწერს თვითონაც.
გიორგი
07 ნოემბერი 2018 14:51
0
ტიპი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და ერთი ვრცელი ინტერვიუ ვერ ჩამოართვით იმენა ყაზახებისგან და აზერებისგან უნდა ვიგებდეთ რო ცოცხალია ეს კაცი?
ds
07 ნოემბერი 2018 14:47
1
განგებ არასწორი თარგმანი ჩანს, დეზა იქნება. ბევრს არ აწყობს ჩვენი ნაკრების წარმატება. ეხლა უნდათ გაუგებრობა გაჩნდეს ნაკრებთან და კერძოდ ვაისთან მიმართებაში.
მერაბი
07 ნოემბერი 2018 14:35
1
არასწორი ინტერპრეტაციაა, აბა ამას ჯანმრთელი კაცი წესით არ იტყოდა. პირიქით მოტივაცისს კუთხით საპირისპიროს უნდა გაიძახდეს ყველა
ემირი
07 ნოემბერი 2018 14:22
0
სამწუხაროდ არც მე მგონია რომ მანდ გავალთ, არ გვაქვს რესურსი
ზეონი
07 ნოემბერი 2018 14:16
41
ხოდა თუ არ გგონია სერიალებს უყურე, იქ აქვთ რესურსი
kroosi
07 ნოემბერი 2018 18:35
0
სამწუხაროდ თქვენნაირმა "ჩასაფრებულმა" და პესიმიზმით აღსავსე "გულშემატკივრებმა" მიიყვანა ქართული ფეხბურთი ამ ჭაობამდე რასაც "დ" დივიზიონი ქვია. დასანახის დანახვა უნდა შეეძლოს ადამიანს რომ მთლად უმადურობამ არ დაახრჩოს. მე მაინტერესებს ამ დივიზიონში მეტი რა რესურსია საჭირო და ვის აქვს საქართველოს ნაკრებზე მეტი რესურსი? არ არის საჭირო ორჭოფული, უაზრო და "უკანდასახევ გზად დატოვებული" კომენტარები!
ანესთეზეოლოგი
07 ნოემბერი 2018 15:10
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული