ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ოთარ კაკაბაძე: ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში სასიამოვნო არაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მორიგი მატჩისთვის მომზადება დაიწყო და ანდორაში პირველი ვარჯიში ჩაატარა, რომლის შემდეგ ჩვენი გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შემდეგი განაცხადა.
"ოთხი მოგების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მშვენიერი განწყობაა და ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. პირველ რიგში, ანდორას წინააღმდეგ გასამართი მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ვფიქრობ, რომ გამარჯვებას კვლავ ჩვენი ბრძოლისა და ბურთის კონტროლის ხარჯზე მოვიპოვებთ.

რაც შეეხება ხელოვნურსაფარიან მოედანს, ნაკრების ფეხბურთელებს ჩემპიონატებშიც გვიწევს მსგავს მინდვრებზე თამაში, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ნამდვილად არაა, მაგრამ მეტოქესაც იგივე საფარზე მოუწევს თამაში, ამიტომ ამას დიდი
მნიშვნელობა არ აქვს და უნდა ვაჯობოთ მოწინააღმდეგეს."