ნიკა კვეკვესკირი: ჩვენი სურვილია, ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ანდორასთან მატჩის წინ სრულად შეიკრიბა და ივარჯიშა, მისმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კი კომენტარი გააკეთა.

"პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ.

ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე რეიტინგი გავიუმჯობესოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებებს ნაკლებად აქვთ ამხანაგური თამაშები, თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ასეთ თამაშებში ეძლევა მწვრთნელს შანსი, რომ ახალი მოთამაშეები გამოსცადოს და
ნახოს მათი რესურსი.

უეფას ერთა ლიგაზე ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ."

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა გისმინოს. წარმატებებიიი ბიჭებო
roma
11:49 14-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული