ბარსელონიდან ანდორამდე - უსახური "კამპ ნოუ", ორბორბლიანი ქალაქი და სად ცხოვრობს მესი?

AutoSharing Option
საქართველოდან ანდორისკენ მიმავალი გზა საკმაოდ დიდია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ამ ჯუჯა სახელმწიფოს აეროპორტი არა აქვს. თუ ანდორაში მიდიხარ, ყველაზე კარგი ვარიანტი ან ესპანეთში, ბარსელონაში ჩაფრენაა, ან საფრანგეთში, ტულუზაში.

ბარსელონაში რომ ჩადიხარ სპორტული ჟურნალისტი, პირველ რიგში, "კამპ ნოუს" ნახვას ფიქრობ. თუმცა, სანამ ამ დიადი სტადიონისკენ დაიძვრები, გადიხარ ქალაქს, რომელსაც გინდა, რომ შენიც ჰგავდეს. თბილისში, როდესაც მოპედით გადაადგილდები, ყოველთვის საფრთხის ქვეშ ხარ. ამ ქალაქში კი მანქანაზე მეტი ორბორბლიანი ტრანსპორტია, რომელსაც თავისი გზა და გარკვეული უპირატესობაც აქვს.

Sportall.Ge

ქალაქში ადგილობრივებთან ერთად, დიდი
რაოდენობით ტურისტები და ემიგრანტები გადაადგილდებიან. გზაში ქართულ საუბარს გაიგონებ, აფრიკელი ემიგრანტი შეგხვდება, რომელიც რაღაცებს ყიდის "უნო ერო"-ში ან თუ არ იყიდი, ჯერ ესპანურად შეგეკითხება, შემდეგ ინგლისურად დასძენს: "ჰა მაჩუ პეი?" ბევრი სუვენირების მაღაზიაა, სადაც ძირითადად სპორტული საქონელი იყიდება. წააწყდებით მაღაზიებს, სადაც რონალდოსა და მესის თოჯინები ერთად არის გამოფენილი.

Sportall.Ge

არ დავმალავ იმ ფაქტს, რომ "კამპ ნოუსგან" გაცილებით დიდი მოლოდინი მქონდა. სტადიონის უკანა მხრიდან მომიწია მისვლა და პირველადი ეფექტი იყო, რომ დიდი ქვის გროვებს ვუყურებდი, თან არც ისე ლამაზი ფასადით. წინა მხარე უფრო თანამედროვედ და ლამაზად იყო გაკეთებული, თუმცა რამდენიმე წელიწადში "ბარსელონა" ამ სტადიონზე აღარ ირბენს და ახალი თანამედროვე არენა ექნება. სამწუხაროდ, სტადიონზე შესვლა ვერ მოვახერხე, რადგან გვიან მივედი და მნახველებისთვის დაკეტილი იყო. რაც შეეხება საკლუბი მაღაზიას, შიგნით შესვლა ერთ სიამოვნებად ღირდა, რადგან საკმაოდ ეფექტურად და ლამაზად იყო მოწყობილი.

Sportall.Ge

"კამპ ნოუდან" რამდენიმე კილომეტრშია ქალაქის ოლიმპიური კომპლექსი, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. ოლიმპიური დარბაზი, სავარჯიშო არენები, სხვადასხვა სპორტისთვის განკუთვნილი მოედნები და ოლიმპიური სივრცე, სადაც დიდი თაღები ცეცხლანთებულ ჩირაღდანს მოგაგონებთ. საღამოს, როცა ამ ადგილას თითქმის ადამიანები არ გადაადგილდებიან, მოჰკრავთ მოკრივეს თვალს, რომელიც სიბნელეში თავისთვის ვარჯიშობს და ძლიერი დარტყმებით ჰაერს ფანტავს; ან დაინახავთ მორბენალ ახალგაზრდას, რომელიც ცდილობს, თავისი შედეგი გააუმჯობესოს და უკეთესი გახდეს. სპორტში ადამიანს ბევრი შანსი არ ეძლევა. თუ იმ კომპლექსის ნაწილი ხარ, შენი შედეგი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.

Sportall.Ge




სტადიონთან ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა თავს. ერთ-ერთი ემიგრანტი, არც მეტი, არც ნაკლები, "ბარსელონას" სუპერვარსკვლავების სახლების კოორდინატებს ყიდდა, სულ რაღაც ორ ევროდ. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ვიყიდე, შემდეგ ინტერნეტში გადავამოწმე სია და ეგეთები იქაც მრავლად ყოფილა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლიონელ მესის სახლით დავინტერესდი, შემდეგ ჟერარდ პიკესი, თუმცა იმდენად შორს იყო ქალაქიდან მათი აგარაკები, ფიზიკურად ნახვას ვერ მოვახერხებდი.

Sportall.Ge

ბარსელონაში აუცილებლად უნდა ნახო ძველი ქალაქი და საგრადა ფამილია, ტაძარი, რომელიც საოცარი სანახაობაა და ამავდროულად, ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული. ლამაზია ბალეარის ზღვის პლაჟები, კასა ბატლო, კათედრალი და სხვადასხვა ტერიტორიაზე წარმოდგენილი საინტერესო ქანდაკებები.

Sportall.Ge

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი გზა ანდორაში მიდიოდა, მომიწია კატალონიის დედაქალაქთან გამოთხოვება. ქალაქში, რომელსაც სურს, ესპანეთი არ იყოს, სახლებზე სულ კატალონიის დროშებია გამოფენილი, ვერსად ნახავთ ესპანეთის დროშას. ამავდროულად, ბანერებია ბინებზე მიკრული, სადაც ხალხი ითხოვს რეფერენდუმის შემდეგ დაჭერილი პოლიტიკოსების გათავისუფლებას, მათ სოლიდარობას კი ყვითელი ლენტებით უცხადებენ.


Sportall.Ge

ანდორამდე სულ რაღაც სამი საათია საჭირო. ამ ქვეყანას საზღვარიც არა აქვს და სტუმრებს თავისუფლად იღებს. გზა მოწესრიგებულია და ხალხი ნაკლებად გადაადგილდება. საღამოს საათებში ქუჩები ცარიელია და ვერც კი დაიჯერებთ იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყანაში 70 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქს საღამო არ აქვს, ყველაფერი დაკეტილია, მაღაზიიდან დაწყებული, რესტორნით დამთავრებული. მშიერ ადამიანს ბარში მხოლოდ ალკოჰოლური სასმელის დალევა შეგიძლია, სენდვიჩიც კი არ იყიდება იქ. ამ დროს კი მხოლოდ იმით ინუგეშებ თავს, რომ მალე გათენდება და რაღაცას ნახავ.

Sportall.Ge

ახლა კი, როცა თბილისს სამი საათით ჩამოვრჩებით და ქალაქი ახლა იღვიძებს, ამ ჯუჯა სახელმწიფოს ნახვას დღისითაც შევძლებ, თუმცა ემოციის გადმოსაცემად იმდენად ჭირს თავისუფალი ინტერნეტის პოვნა, რომ ამ მხრივ, საქართველოში არაფერი არა გვაქვს საწუწუნო.


altLIVE ბლოგი ანდორიდან: ესტადი ნასიონალი

მკითხველის კომენტარები / 2 /
დედაქალაქზე გამოთხოვება თუ დედაქალაქთან გამოთხოვება?
Status quo
15 ნოემბერი 2018 12:12
5
დედაქალაქზე გამოთხოვება თუ დედაქალაქთან გამოთხოვება?
Status quo
15 ნოემბერი 2018 12:12
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული