15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.
ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.
ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.
აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.
ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.
მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.
ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)
ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)
2) გვილიას და ყაზაიშვილს ფეხბურთი არ უთამაშია
3) არაბულს ფეხბურთი დავიწყებია. მას ჰქონდა შანსი რომ ცენტრფორვარდის ვაკანტური ადგილი დაეკავებინა პირველივე თამაშის მერე და გამხდარიყო ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ეს შანსი გაანიავა, განსხვავებით ტაბიძე ხოჭოლავასგან, მათ რაც არ უნდა სუპერ მატჩები ჩაატარონ, მაინც კანკავა, კაშია, კვერკველიას სათადარიგოები იქნებიან.
4) გაშვებული გოლი იყო ძალიან დროული, ჯგუფში მშრალად რომ შეგვენახა კარი და ფლეიოფში გაგვეშვა პირველი გოლი შეიძლება ვერც მოსულიყვნენ აზრზე ისე წაგვეგო, ეხლა კი ცივი შხაპივით მივიღეთ ეს გოლი, რომელიც რა თქმა უნდა მსაჯის გამოგონილი ჯარიმიდან გავუშვით.
5) ცენტრფორვარდი საერთოდ არ გვყავს, მჭედლიძის იმედი მე არ მაქვს და იქნებ უამრავ ლეგიონერში ვინმე მოქექოს ვაისმა, თორე ასე გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა.