საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის სამზადისს შეუდგა - ნავალოვსკი ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ანდორადან დაბრუნების შემდეგ თბილისში პირველი ვარჯიში გამართა.

ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ბაჩანა არაბულმა და გიორგი ჩაკვეტაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. საწვრთნელი პროცესის დროს მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა გამოტოვეს. უკვე ცნობილია,რომ ანდორასთან სათამაშო ეპიზოდში მიღებული ტრავმის გამო გიორგი ნავალოვსკი ყაზახეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის მზადებას 22 ფეხბურთელით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთთან მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს 18 ნოემბერს, კვლავ ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე გამართავს.

უეფას ერთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ყველაზე უფრო მეტად ვინც უნდა ათამაშოს ზარანდიაა, ბოლო ორი წუთი რომ შემოყავს ხოლმე.
ილარიონი
18 ნოემბერი 2018 14:05
1
არაბიძე გყავდეს და არ ათამაშო, ესაა დანაშაული. მწვრთნელი (კადრების მენეჯერი) რომ გქვია, საერთო ენის გამონახვა უნდა შეგეძლოს!
არაბიძე დააბრუნეთ
18 ნოემბერი 2018 09:23
13
ზუსტად თქვენაერმა "კეთილმოსურნეებმა" დაღუპეს პატარა მესხი, კაკილაშვილი, ჟვანია, ქინქლაძე, ჯაკობია, ჭანტურია, პატარა დარასელია და კიდევ უამრავი სხვა.
ჯონდო
18 ნოემბერი 2018 13:21
5
21 წლამდელებს ეხმარება, საკმაოდ წარმატებულად.
A
18 ნოემბერი 2018 11:51
1
ყველა გამოხმაურება
ანდორასთან ტრავმირებული ნავალოვსკი ბოლომდე ათამაშა. ეს არის უნამუსობა ექიმების და მწვრთნელის.
ჯერ ჯანმრთელობა მერე საქმე
18 ნოემბერი 2018 09:13
6
ნავალოვსკის თამაშის შემდეგ ჩაუტარდა სერიოზული გამოკვლევები და იქ გამოჩნდა პრობლემა. ასე ხდება ხოლმე სხვაგანაც. იქვე, მოედნის კიდესთან CT კვლევას და MRI-ს ვერავინ გააკეთებს. ფეხბურთში შეჯახებები ძალიან ხშირია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მოთამაშეები უპრობლემოდ აგრძელებენ და ასრულებენ იმ შეხვედრას. რა, თავშეხვეული ფეხბურთელის თამაში პირველად ნახე? იმ მომენტში არც ექიმს და მითუმეტეს, არც მწვრთნელს არ ექნებოდა საშუალება ზუსტად განესაზღვრა მდგომარეობის სიმძიმე. მაგისთვის ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება იყო საჭირო და თამაშის მიმდინარეობის პარალელურად ეგ არ და ვერ ხდება მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში. ასე რომ, რაშიც ვერ ერკვევი იმ თემაზე ნუ ქმნი შეთქმულების თეორიებს.
მამუკა
18 ნოემბერი 2018 13:17
0
Kacharava ziritadshiii!!!!!!mamamiss ase unda kobisac gulshematkivars ara.. Vaiss vin kitxavs..
Gio
18 ნოემბერი 2018 05:34
7
arabidzes aucileblad dabruneben nakrebshi,ogond jer klubshi atamashdes kargad da damtkicos ro gundis ziritadi fexburtelia da tan lideriii...
romandro
18 ნოემბერი 2018 01:04
0
კვასხვახე - კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ტაბიძე - ზარანდია, კანკავა (ან აბურჯანია), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ან ხარაიშვილი), ჩაკვეტაძე - ყაზაიშვილი
ირაკლი
18 ნოემბერი 2018 00:49
6
არ უნდა კობიაშვილს არაბიძე, პირში მთქმელია და იმიტომ. ვაისი კი მის დაკრულზე დადის. არაჩვეულებრივი ფეხბურთელია ჩაკვეტაძე და არაბიძე მხოლოდ ხასიათის თავისებურებებით ჩამორჩება, თორემ მასზე ნაკლები არაა. ნებისმიერ დაცვას აიკლებენ ერთად რომ ითამაშონ.
emigranti
18 ნოემბერი 2018 00:42
17
პირში მთქმელი რომ იყო ყენია, იმიტომაც თამაშობს ტოპ ლიგაში. მაგას პირში მთქმელობა კი არა, ქართულად უზრდელობა ქვია. ჯერ გამოსწორდეს. კლუბში ითამაშოს და მერე ვნახოთ. თქვენ გინდათ კარიერა ნაკრებით აუწყოთ? ჯერ კარიერა მერე ნაკრები.
martlaaa
18 ნოემბერი 2018 11:54
1
ვაისს არაბიძე გამოიძახე, მარტომ შემოუტრიალა უკრაინელებს თამაში.
gizo
17 ნოემბერი 2018 23:07
12
დაიმატოს მერე არაბიძე, თბილისში არაა? მაგენს ყველას ჯობია, მიეცით შანსი, დაბერებას ელოდებით?
აოიე
17 ნოემბერი 2018 23:05
6
21 საუკუნეა სადღაა სირცხვილ-ნამუსი.. მწვრთნელმა თავი სად უნდა გამოყოს ანდორას ვერ უგებს დაწინაურებული გუნდი არადა კობიაშვილი წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს დავიჯერო ჭკუა არ ყოფნის....
კახა
17 ნოემბერი 2018 22:48
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული