საქართველო ყაზახეთის მატჩის ღია ჩვენება საქართველოს 4 რეგიონში გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

ბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს საქართველო - ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სკვერში ეკრანი, შესაბამისი აპარატურა და დასაჯდომი ადგილები მოეწყობა.

ქუთაისის ცენტრში, მონ-პლაზირის თაღის ქვეშ არსებულ ღია კინო-თეატრში შეეძლება მატჩის ხილვა იმერელ გულშემატკივარს. ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდება. მატჩის ღია ჩვენებას ვეტერანი ფეხბურთელებიც დაესწრებიან.

რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში უკვე
მოეწყო შესაბამისი ადგილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის. ამინდიდან გამომდინარე,ჩვენება დახურულ სივრცეში, ჰილს პლაზაში გაიმართება, რომელიც კოსტავას 48 ნომერში მდებარეობს. რაჭის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სტუმრებს 20:00 საათიდან ელოდებიან.

კიდევ ერთი საფეხბურთო წერტილი იქნება თელავშიც, თეატრთან არსებულ მონიტორზე, სადაც გულშემატკივარს საქართველო-ყაზახეთის დაპირისპირების საფეხბურთო ატმოსფეროში ხილვა შეეძლება.

საკონტაქტო პირები :

ბათუმი - გოგი ფუტკარაძე, 595306565 ქუთაისი - მანანა მანაგაძე, 577766485 რაჭა - ბექა ოშხერელი, 599479827 თელავი - გოჩა როსტომაშვილი, 599929565

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 5 /
თითოეულ ხმას დასდევენ ქოცებიც და ნაცებიც, დაგვედო ფასიი!!
თუ ვერ მოიგეს რა დაერხევა ფედერაციას!
ბს
19 ნოემბერი 2018 11:20
0
ანუ იმ რეგიონებში აჩვენებენ სადაც ხმებს ელოდებიან მეოცნებეები?...
ბაჩო
18 ნოემბერი 2018 14:33
12
ნაც - სექტის წარმომადგენელი ხარ?
vax-vax
19 ნოემბერი 2018 10:47
0
ყველგან პოლიტიკას რატო ახსენებთ მართლა არ მესმის :(( არ მოგბეზრდათ ? ?? მეზიზღება პოლიტიკა ნაცებიან ქოცებიანად ტვინი წაიღეს უკვე ფეხბურთსაც აღარმაყურებინოთახლა რომმივიდედა იქიდან ვუქომაგო ჩემ ნაკრებს ეგ იმას არ ნიშნავს რომ არჩევნებზე ვინმეს ვხაზავ რადგან მონაწილეობას არ ვიღებ და რომც ვიღებდე ჩემ აზრს ვერავინ ვერ შემაცვლევინებდა იმით რომ დიდმონიტორზე მაყურებინებენ მატჩს სახლში პატარა ტელევიზორში ყურების ნაცვლად :)) გეყოთ !!! თქვენ ბინძურ პოლიტიკურ აზრებს სპორტს და ფეხბურთს ნუ დაუკავშირებთ :)) და გონების დაბინდვის უფლებასაც ნუმისცემთ თქვენს პარტიულობას, პოლიტიკისადმი სიყვარულს თუ რაც არის :))
T.k
19 ნოემბერი 2018 01:21
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული