საქართველო vs ყაზახეთი - ყაზახებს კარის გაჯახუნება უნდათ, ჩვენ - მასპინძლობა და მეოთხე კალათა

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

ერთა ლიგაზე, წესით, აქამდე გასაკეთებელი საქმე თავიდან მოსაგვარებელი გაგვიხდა. ბელორუსს უკვე 14 ქულა აქვს. დიდი ალბათობით, მაკედონიაც მოუგებს გიბრალტარს და ესეც 15 ქულა. ჩვენ კი, როცა 13 ქულა გვაქვს, უკვე ფრეც არ გვყოფნის, რადგან ერთდროულად ორ რაღაცას ვკარგავთ: ერთა ლიგის ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებასა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მეოთხე კალათს.

ვერ გავექცევით
იმ ფაქტს, რომ ანდორასთან ფრე ჩვენი შავი ლაქაა და იდეალურად დაწყებული საქმის გაფუჭებული ამბავია. იქ, იმ ღმერთისგან მივიწყებულ სტადიონზე, არც ის ფეხბურთი გვითამაშია, სათქმელი რომ გვქონდეს, მეტოქეს გაუმართლა და ფრე ამის ბრალიც არისო.

თუ ანდორა შავი ლაქაა, ყაზახეთი ჩვენთვის მონეტის მეორე მხარეა. ასტანაში ჩატარებული მატჩი გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა იმისა, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავსულიყავით, რადგან ჩვენი მთავარი მეტოქე საკუთარ სტადიონზევე 2:0 დავამარცხეთ. ზოგადად, მეტოქეს სულ 5-ჯერ შევხვდით. მათგან 3 მოვიგეთ და 2 ფრედ ვითამაშეთ.

ტრავმები და შემადგენლობა

ბოლო პერიოდში შეკრება ისე არ სრულდება, რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა რომ არ მიიღოს. ახლა კი ერთდროულად სამი ფეხბურთელი გამოგვაკლდა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ბაჩანა არაბული.

საქართველოს ნაკრებს კი ვლადიმერ დვალიშვილი დაემატა...

რაც შეეხება შემადგენლობას, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვინ იქნება კარში: გიორგი ლორია, რომელზედაც ვაისი წინა შეხვედრის შემდეგ განაწყენებული იყო თუ როინ კვასხვაძე, რომელიც თავის შანსს ელოდება.

დაცვაში სლოვაკი ზედმეტად აღარ გარისკავს - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და საბა კვირკველია ყველა შემთხვევაში უნდა იყვნენ მოედანზე, მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკის მაგივრად კი, დიდი ალბათობით, ლაშა დვალი იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში მოედანს უნდა დაუბრუნდეს კაპიტანი ჯაბა კანკავაც. რა თქმა უნდა, მას ნიკა კვეკვესკირი შეუწყვილდება - ის ერთადერთი ფეხბურთელია საყრდენ ზონაში, რომელსაც სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს.

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ შეტევის მარცხენა ფლანგს დაიკავებს, ვაისს კი სხვა გზა არა აქვს, ვაკო ყაზაიშვილი ფორვარდად უნდა გაამწესოს. ამ შემთხვევაში ვინ ითამაშებს ფორვარდის უკან? ნაკლებად სავარაუდოა, სლოვაკი გიორგი ხარაიშვილს ენდოს. დიდი ალბათობით, ამ პოზიციაზე ნაცნობ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვაკო გვილიას ათამაშებს.

დარჩა მარჯვენა ფლანგი. ვაისი არ ენდობა გიორგი ზარანდიას ან თავს არიდებს ორივე ფლანგზე ტექნიკური ფეხბურთელის დაყენებას, ერთა ლიგაზე კი ამ პოზიციაზე ის ხშირად გიორგი მერებაშვილს ათამაშებდა და არ გამოვრიცხოთ, რომ მარჯვენა ფლანგიდან მან იბურთაოს.

მეტოქე

სტანიმირ სტოილოვმა, სასეირნოდ არ ჩამოვსულვარ და კარების გასაჯახუნებლად ჩამოვედიო. ჯობდა, სასეირნოდ ჩამოსულიყო, რათა ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია და ბულგარელი კმაყოფილი არ უნდა გავუშვათ.

მეტოქეს ძირითად შემადგენლობაში აქვს დანაკლისები, თუმცა შედარება რომ გავაკეთოთ ჩვენს დანაკლისებთან, ყაზახებს არც არაფერი ექნებათ სათქმელი და მით უმეტეს, საწუწუნო.

ბოლო შეხვედრაში ისინი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შინ ფრედ, 1:1 ეთამაშნენ. ერთადერთი შეხვედრა მოიგეს ერთა ლიგაზე ანდორასთან შინ 4:0 და ერთი შეხვედრა წააგეს მხოლოდ ჩვენთან - 0:2.

გავავსოთ დინამო არენა!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა და ბილეთის ფასი 1 ლარი გახადა. რა თქმა უნდა, ამან შედეგი გამოიღო და გუშინ უკვე 46 686 ბილეთი იყო გაყიდული.

თუმცა ერთი ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიძლება პრობლემად იქცეს - გადამყიდველები. ფასიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ დიდი რაოდენობის ბილეთის შეძენა შეეძლოთ და ვიმედოვნებთ, რომ ასეულობით ბილეთი მითვისებული არა აქვთ. ერთ ადამიანზე 10 ბილეთის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა ყველას შეუძლია მონახოს ადამიანები და იყიდოს მათი საშუალებით განუსაზღვრელი რაოდენობა.

ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე "დინამო არენაზე" ცარიელი ადგილი არ დარჩება. ნაკრები კი ომახიანად გაიმარჯვებს და დღის ბოლოს თბილისში დიდი ზეიმი იქნება. ისტორიის თითო დეტალს მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი შეხვედრაც ასეთი დეტალია...

altსაქართველოს ნაკრების სამმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ვაისმა დვალიშვილი გამოიძახა

altვლადიმირ ვაისი: ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება

altნიკა კვეკვესკირი: ჩვენც ვიცით, ყაზახეთის პლიუს-მინუსები

altერთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: სენსაციები, ლიდერები და პოტენციური მეტოქეები

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია

მკითხველის კომენტარები / 20 /
რადგან ნავალოვსკი ტრამვირებულია იქნება ცისკარიძე რომაა გერმანიაში იმის გამოძახება იყო სჭირო?
aburjga
19 ნოემბერი 2018 14:05
12
ჩემი აზრით ვაისი ყველა შემხთვევაშ შესაცვლელია,აქამდე რომ მოვედით ფეხბურთელების დამსახურება უფროა,ვიდრე მწვრთნელის. ყველა თამაშის მერე ვაისსზე მოდიოდა კრიტიკა ხან აგვიანებს ხან არასწორად ცვლისო, მარა მაინც მოხერხდა რაღაც შედეგის დადება. ამ გუნდს უკეთესი მწვრთნელი ჭირდება
ავთო
19 ნოემბერი 2018 13:13
27
არ მევასება ეგ დვალიშვილი და არ უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ საქართველოში მოთამაშეები არაერთხელ ვნახეთ საქმეში და კარგად გამოჩნდა რო შიდა ჩემპიონატი ძალიან დაბალია და აქ თუ ფრინავ ნაკრებში მაინც ვერაფერს აკეთებ, დვალიშვილს კიდევ ასე თუ ისე გამოცდილება აქვს
nnnn
19 ნოემბერი 2018 13:01
15
რა ლოგიკაა. ჩემპიონატშიც ზამენაშია დვალიშვილი. ასეთ დაქცეულ ჩემპიონატშიც ვერ თამაშობს ეს უთავმოყვარეო დვალიშვილი.ბოლო წლებში უკანასკნელ გუნდებშიბითამაში და იქაც ვერ ვაიტანა გოლი.
გოგი
19 ნოემბერი 2018 13:27
1
დღეს თუ ვერ მოუვგეთ ყაზახეთს, რისი დიდი ალბათობაა, უნდა გადადგეს თუ არა ვაისი თანამდებობიდან?

მე ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს, ვინც მეთანხმებით მოიწონეთ ჩემი კომენტარი.
სააკაძე
19 ნოემბერი 2018 11:36
23
ჩვენი ჩემპიონატის ფორვარდები უნდა გამოეცადა, ანდორასთან მაინც.
მერაბი
19 ნოემბერი 2018 11:29
2
დვალიშვილის გამოძახებას,გუცაევი რო გამოეძახა ჯობდა!....
ქუთაისი
19 ნოემბერი 2018 11:20
2
ზარანდია უნდა ათამაშოს მარჯვნივ შუაში ყაზაიშვილი მარცხნივ ჩაკვეტაძე და წინ ახალგაზდულიდან უნდაათამაშოს ან მიქელთაძე ან ვატო არველაძე ხომ უნდა მიიღონ ამ ბიჭებმაც გამოცდილება დვალიშვილს მაინც აჯობებენ
ტოტტი
19 ნოემბერი 2018 11:14
5
მქელთაძე გეთანხმები, მაგრამ აუ ვატო არველაძე არა რა, ძალიან დაბალი დონეა, ძალიან
კუკურა
19 ნოემბერი 2018 15:56
1
წადი ვაის-ს. შენ რა კომენტარსაც აკეტებ, ამას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს გააკეთებს. ყველგან აგენტი და რაღაც უბედურებები რომ გელანდებათ, იმიტომაც ხართ სულ გაწამაწიაში და ასეთად დარჩებით ბოლომდე. კაცმა ორი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი, რაც საქართველოს ნაკრებს არც კი ღირსებია თავისი ასრებობის მანძილზე, თქვენ კი ისევ წუწუნებთ და წუჭუნებთ. რა გინდათ ობშემ საერთოდ, იცით?
gogi
19 ნოემბერი 2018 11:14
18
სადა ვაისს გაბედავა რატო არაძლევ ერთ შანს
ვაისს
19 ნოემბერი 2018 11:13
0
კარგთ რა რა არაბიძე,დაიმკვიდროს ჯერ ნასიონალში ძირითადში და კიდევ დისციპლინას მიხედოს და ისედაც დაუძახებენ ნაკრებში.განა არ უხმიათ მისთვის და გამოიყენა რო?
ბაჩო
19 ნოემბერი 2018 11:02
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0