როდესაც ადამიანობა ყველაფერზე უფრო მეტია - რატომ უნდოდა ყაზაიშვილს გოლი კაჭარავას გაეტანა?

AutoSharing Option
ყველა ადამიანს ცხოვრებაში რაღაც პერიოდი აქვს, ხან წარმატების, ხან კი წარუმატებლობის, ასეა სპოტრშიც, ასეა ფეხბურთშიც - გასულ სეზონში ნიკა კაჭარავა პოლონეთის ჩემპიონატში ურიგოდ ნამდვილად არ ასპარეზობდა, მაგრამ შემდეგ "ანორთოსისში" გადავიდა და იქ თამაში არ წაუვიდა და იმის მაგივრად, რომ ამ ბიჭისთვის მხარი დაგვეჭირა, ზოგიერთმა კრიტიკა დაუწყო.

სხვათა შორის, ნიკამ  ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთთან ჩაკვეტაძეს საგოლედ ქუსლურად შესანიშნავად უპასა და მოდით, ნუ ვიქნებით ჩვენი ფეხბურთელების მიმართ დაუნდობლები (იგივე შეიძლება ითქვას მერებაშვილის შემთხვევაში) - მათ კარიერის განმავლობაში მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არა ირონია.

ჯვაროსნების
შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ნამატჩევს თქვა, რომ თავდამსხმელების ტრავმების გამო მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში, სერბეთთან მატჩი გაახსენდა, უნდოდა გოლი კაჭარავას გაეტანა და ამიტომ არ დაარტყა კარში.

ვერაფერს იტყვი, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც მეგობარს, თანაგუნდელს და თანამემამულეს გვერდში უნდა დაუდგე!
მკითხველის კომენტარები / 21 /
შეფასება გინდათ თუ ჰუმანიტარული დახმარევა? შეშის ნაპობივით დადის და გვერდში დაუდექითო. მაგას კი არა ღვაწლმოსილ ვარსკვლავებს არ აკლიათ კრიტიკა და რატომ უნდა დაეფაროს ხელი ფეხბურთელს რომელიც ნაკრებს აზარალებს? გუშინაც აქეთ იქით უგორეს ბიჭებმა ბურთი და იმის მაგივრად ფეხი წაეკრა ცარელა კარში, მოწინააღმდეგის მცველი წააქცია და ლამის ჯარიმა აიკიდა
daviti
21 ნოემბერი 2018 10:58
4
კაჭარავა კარგი ბიჭია, კარგად ესმის თამაში, მაგრამ ჯერ ვერ თამაშობს იმას რაც საჭიროა და რაც მას უნდა! საჭიროა ძალიან კვალიფიციურ მწვრთნელთან 3 თვე მაინც ინდივიდუალურად ივარჯიშოს და გაზაფხულის პლეიოებში დახევს ყველაფერს!
aburjga
20 ნოემბერი 2018 21:13
4
ძალიან მაგარი პასი გააკეთა კაჭარავამ.
რაც შეეხება ვაკოს პასს, იმიტომ გავაკეთე მიონდოდა კაჭარავას გაეტანაო, სულელური საქციელია. 1:0ზე მაგის გაკეთება არ შეიძლება!
იმედია კაჭარავა ითამაშენს კარგად, მაგრამ რაც აქამდე ითამაშა ეგ თამაში არ არის, ეგ უბრალოდ ბრძოლაა. თამაშა რასაც ჩაკვეტაძე აკეთებს, კანკავა, კაშია...
გიორგი
20 ნოემბერი 2018 19:43
2
საერთოდ მე მგონია, რომ კაჭარავამ საერთოდ არ იცის რატომ გადის მოედანზე და რა უნდა აკეთოს. და არც ის მგონია, რომ სადმე კარგად ეთამაშა, თუმცა ამ წარმატებული ციკლის შემდეგ ბიჭების და გოგოების გადამეტებული კრიტიკა არ ვარგა.
sdfffff
20 ნოემბერი 2018 12:51
39
რამე წესები ქართული მართლწერისა დაიცავით,ჰკითხეთ მცოდნეს როცა რამე არ იცით,არაა სირცხვილი ეს."ქუსლურად უპასა"-საიდან მოიტანეთ ესეთი ტერმინი?
თამაზი
20 ნოემბერი 2018 12:22
6
ღრმად პატივცემულო ბატონო თამაზ, ქუსლურად უპასა საფეხბურთო ტერმინია და არაფერი არაქართული და უსაშველოდ საგანგაშო მაგაში არაფერი არაა, ასეთი განგაშის ზარი რომ შემოჰკარით.
ვაჟა
20 ნოემბერი 2018 16:18
4
ვულოცავ ბიჭებს,საქართველოს! ეს ტურნირი მოიგო 1 ჩაქვეტაძემ, 2 კანკავამ 3. ვაისმა, მერე კაკაბაძე, და ..ა. შ. გამიჭირდება გამოყოფა. გადაჭარბებით მგონია ლორიას, დაცვის , კაჭარავას, მერებაშვილის ( თუმცა უკეთესად ითამაშა) შეფასება. ყაზახების გოლისას დაცვის უხეში ჩავარდნა იყო, მეკარემ ვეღარ გადაგვარჩინა, ლორიას წარმატებად არ მიმაჩნია იმ ბურთის მოგერიება, ცუდად დაარტყა მეტოქემ, ... შემდეგი ეტაპია სათამაშო და მეტი რეალური, სამართლიანი შეფასება-კრიტიკაც საჭიროა.
გუსანი
20 ნოემბერი 2018 11:43
6
მოდით მაშინ ვთქვათ რომ ყაზახების საგოლე მომენტი დაიწყო იმით რომ ჩაკვეტაძემ დაკარგა ცენტრში ბურთი და მეტოქემ სწრაფად წამოიღო. დვალი ჩარჩა წინ და მისი პოზიცია ეკავა კანკავას საკმაოდ ცუდად. დაცვამ ხელოვნური თამაშგარე ვერ ამოწია და მეტოქემაც ცუდად დაარტყა. დვალს პირველ ტაიმში კიდევ ერთი ცუდი განივი პასი ქონდა, როცა მეტოქემ ჩაგვიჭრა და ასევე სწრაფი შეტევა წამოიღო ჩვენი კარისკენ. კაკაბაძეს საკმაოდ ბევრი წუნი ჰქონდა და ორთაბრძოლებს აგებდა განსაკუთრებით მეორე ტაიმში, თუმცა მისი გაყვანის შემდგომ გოლი სწორედ ამ ფლანგიდან მივიღეთ. მერებაშვილმა რამოდენიმეჯერ დააგვიანა გადაცემა (კანკავა ცარიელი იდგა კარის წინ). ყაზაიშვილს საკმაოდ სიღრმეში უწევდა დაწევა და დიდი შავი სამუშაო გასწია ამ ბიჭმა.
ირაკლი
20 ნოემბერი 2018 15:13
1
ეს ვაკოს შეცდომა იყო.კაჭარავა სწორად მოიქცა რომ ბურთის მიღება არ სცადა,ის ამ დროს ბურთზე წინ,თამაშგარეში იყო.ჩაკვეტაძისათვის კი ეს პასი უკვე საკმაოდ არაზუსტი იყო და მანაც ისღა შესძლო,რომ ბურთი ძალიან მახვილი კუთხიდან შემოატრიალა და ძელს გაარტყა.ვაკოს თვითონ რომ დაერტყა,გოლის შანსი,გაცილებით უკეთესი ჰქონდა.
სოსო
20 ნოემბერი 2018 11:36
2
ეტყობა, შენც მძიმე პერიოდი გიდგას. ამიტომ არაფერს გეტყვი და გვერდში დაგიდგები ))
ვვვ
20 ნოემბერი 2018 11:15
1
აი აქედანაც ჩანს თუ რა ურთიერთობა და განწყობაა ნაკრებში!
აქედან იწყება ყველაფერი!
buba
20 ნოემბერი 2018 10:13
0
მერე შე დალოცვილო, თუ არ გვაბოლებ და პოლონეთში თუ მართლა ურიგოდ არ თამაშობდა, გადასულიყო გერმანიაში, იქვე არ იყო ახლოში? რა უნდოდა ანორთოსისში"
რაც შეეხება მერებაშვილს ნუ გვასწავლი რაა, როცა საკრიტიკო იყო გავაკრიტიკეთ, ეგ კი არა ვაისი იყო საკრიტიკებელი რომ დროზე არ ცვლიდა როცა თამაში არ მისდიოდა, მოუხდა კრიტიკა? მოუხდა! ასეთი კარგი თამაში მანამდე ნაკრებში არ ქონია.
არც ზედმეტი კრიტიკაა კარგი და არც გადამეტებული მლიქვნელობაში გადასული ქება!
hm
20 ნოემბერი 2018 10:04
0

სიახლეები პოპულარული