ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

როდესაც ადამიანობა ყველაფერზე უფრო მეტია - რატომ უნდოდა ყაზაიშვილს გოლი კაჭარავას გაეტანა?

AutoSharing Option
ყველა ადამიანს ცხოვრებაში რაღაც პერიოდი აქვს, ხან წარმატების, ხან კი წარუმატებლობის, ასეა სპოტრშიც, ასეა ფეხბურთშიც - გასულ სეზონში ნიკა კაჭარავა პოლონეთის ჩემპიონატში ურიგოდ ნამდვილად არ ასპარეზობდა, მაგრამ შემდეგ "ანორთოსისში" გადავიდა და იქ თამაში არ წაუვიდა და იმის მაგივრად, რომ ამ ბიჭისთვის მხარი დაგვეჭირა, ზოგიერთმა კრიტიკა დაუწყო.

სხვათა შორის, ნიკამ  ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთთან ჩაკვეტაძეს საგოლედ ქუსლურად შესანიშნავად უპასა და მოდით, ნუ ვიქნებით ჩვენი ფეხბურთელების მიმართ დაუნდობლები (იგივე შეიძლება ითქვას მერებაშვილის შემთხვევაში) - მათ კარიერის განმავლობაში მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არა ირონია.

ჯვაროსნების
შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ნამატჩევს თქვა, რომ თავდამსხმელების ტრავმების გამო მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში, სერბეთთან მატჩი გაახსენდა, უნდოდა გოლი კაჭარავას გაეტანა და ამიტომ არ დაარტყა კარში.

ვერაფერს იტყვი, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც მეგობარს, თანაგუნდელს და თანამემამულეს გვერდში უნდა დაუდგე!