ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორგი მერებაშვილი: ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, ევროპაზე უნდა გავიდეთ

AutoSharing Option
ყაზახეთთან მოგებულ (2:1) მატჩში პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და გურამ კაშიას მსგავსად, მანაც თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს.

"პირველ რიგში, გულშემატკივარს მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ, რომ დღევანდელი გამარჯვება მათი დიდი დამსახურებაა. როცა გუნდი დაცვით ფეხბურთს გეთამაშება, ყოველთვის რთულია სივრცეების მოძებნა, თუმცა მიზანი რაც იყო, შევასრულეთ. ჩემი გოლითაც ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცით, შემდეგ ეტაპზე ვინ შეგვხვდება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ, ჩვენ ყველასთან მოსაგებად ვიბრძოლებთ. პირველ ტაიმში ვფრთხილობდით, გოლის გაშვების
შემთხვევაში გაგვიჭირდებოდა მოგება. მეორე ტაიმში უკან დასახევი გზა არ გვქონდა და აუცილებლად უნდა გაგვეტანა და მოვიგეთ კიდეც" - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

ყაზახეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება.

altშეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

altგურამ კაშია: ასეთ გარემოში შეუძლებელია თამაში წააგო

altროდესაც ადამიანობა ყველაფერზე უფრო მეტია - რატომ უნდოდა ყაზაიშვილს გოლი კაჭარავას გაეტანა?