ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნიკა კვეკვესკირი: შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ არა ისეთი ქვეყნებიდან, თქვენ რომ გაგიხარდებათ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ნიკა კვეკვესკირს "ტობოლთან" კონტრაქტი დაუმთავრდა.

ყაზახეთთან მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ ჩვენი გუნდის ნახევარმცველს მისი საკლუბო კარიერის შესახებ ვკითხეთ. მისი თქმით, შემოთავაზებები აქვს და ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

"არის რამდენიმე შემოთავაზება. ისეთი ქვეყნები არ არის, რაც თქვენ გაგიხარდებათ, კონკრეტულად კი შევიკავებ თავს დასახელებისგან. წასვლის და დარჩენის ერთნაირი ალბათობაა. მეც მინდა, რომ მაღალი დონის ჩემპიონატში ვთამაშობდე, ტოპ-გუნდში. არის შემოთავაზება "ტობოლისგანაც" და სხვა გუნდებისგანაც. ცოტას დავისვენებ და ძალიან მალე გაირკვევა ჩემი ამბავი", - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.

ქართველი ნახევარმცველი ყაზახურ
კლუბში 2017 წლიდან ასპარეზობს და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივ ჩემპიონატში ჩატარებულ 37 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

altნიკა კვეკვესკირი: ჩვენც ვიცით, ყაზახეთის პლიუს-მინუსები

altნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა

ასევე დაგაინტერესებთ