ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

Sport.de: ამომავალმა ვარსკვლავმა ისევ გაიბრწყინა, ტრიბუნებზე "ბარსელონას" სკაუტები კმაყოფილები იყვნენ

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან მოგებულ (2:1) მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უამრავი გამოხმაურება მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემებისგან.

გერმანული Sport.de ქართველი შემტევზე წერს და ამბობს, რომ "ბაიერნი" კიდევ ერთხელ ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას.

"5 გოლი 7 მატჩში: აღმაფრთოვანებელი შედეგი! ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული ტოპ-კლუბების სამიზნეა. მიუნხენის "ბაიერნი" მეორედ ეცდება მის შეძენას.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა, ამომავალმა ვარსკვლავმა ისევ გაიბრწყინა.

გუშინ მხოლოდ ქართველები არ
იყვნენ ბედნიერები, თბილისის სტადიონის ტრიბუნებზე "ბარსელონას" სკაუტებიც კმაყოფილები იყვნენ. კატალონიელები 19 წლის ჩაკვეტაძის წელიწადზე მეტია აკვირდებიან, მათ შორის, ბელგიურ "გენტში" თამაშისასაც.

"ბაიერნი" მასში 6 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა მას "გენტმა" დაასწრო. ინტერესი ისევ არსებობს. მომავალი ზაფხულისთვის გერმანული კლუბის პრეზიდენტმა გუნდის განახლების პირობა დადო, ახალგაზრდა ჩაკვეტაძე კი, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანია.

თუმცა, როგორც "მარკა" იუწყება, მხოლოდ "ბარსელონა" და "ბაიერნი" არ იბრძვიან ახალგაზრდა ქართველისთვის; "ბორნმუთი", "ტოტენჰემი" და "შახტარიც" ცდილობენ, გიორგი ჩაკვეტაძე მათ გუნდში მოხვდეს, თუმცა აშკარაა, რომ ამისთვის მათ 2017 წელს შეთავაზებულ 6 მილიონზე ბევრად მეტის გადახდა მოუწევთ", - ვკითხულობთ Sport.de-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტს" 2017 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში მან 4 გოლის გატანა მოახერხა.

altშეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ჩაკვეტაძე მსოფლიო დონის ტალანტებს შორისაა

altყაზახების მწვრთნელმა თითი მოკაკვა: საქართველო უკეთესი გუნდია, ჩაკვეტაძე ვერ ჩავკეტეთ

ასევე დაგაინტერესებთ