ყაზახური სპორტული საიტის Sports.kz-ს კორესპონდენტს ჰალიმჟან ერჟანოვს ეტყობა, ვერ მოუნელებია ერთა ლიგაზე მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა და მკითხველს არწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაჩაგრავენ. თანაც, ძალიან. გთავაზობთ ამონარიდს.
"ავიღოთ იგივე საქართველო, რომლის ჩემპიონატში ცოტა ლეგიონერია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ფეხბურთელებს მაღალი ხელფასი არა აქვთ, ამიტომ იქ უცხოელები არ მიდიან. თუმცა, ადგილობრივებში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ტალანტები, როგორიც გიორგი ჩაკვეტაძეა - პატარა ბიჭმა ორი გოლი გაგვიტანა.
ე.ი. მათი მოთამაშეები საზღვარგარეთული კლუბებისკენ მიილტვიან, რათა დიდი გასამრჯელო აიღონ. ჩვენები კი საზღვარგარეთ რატომ უნდა
წავიდნენ?! ჩვენთან ლეგიონერები კარგ ანაზღაურებას იღებენ, მათთან ერთად კი ჩვენებურები თამაშობენ და ისინიც კარგ ფულს იღებენ. მათ საზღვარგარეთ წასასვლელად სტიმული არა აქვთ.
ვთვლი, რომ ლეგიონერებზე ოპტიმალური ვარიანტი 5 უცხოელია, ეს ნორმალურია. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მათ გვერდით ყაზახი ფეხბურთელები გაიზარდონ.
ჩემის აზრით, 3-4 წელიწადში ეს შედეგს გამოიღებს, თუ 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ და პირველ ლიგას გავზრდით.
იმავე საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით ყაზახეთი გაცილებით მდიდარია და ჩვენ გვჭირდება საქმისადმი სამეურნეო მიდგომა, რის შემდეგაც ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით ჯუჯები გახდებიან. კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასურველ დონეზე უნდა იყოს. ბოდიშით, მაგრამ რამდენი ხანია ევროპულ ფეხბურთში ვართ და შედეგი პრაქტიკულად არ არის. თვით სტანმირ სტოილოვი ამბობს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მოედნები დაბალი დონისაა.

ქართველები დაგვცინიან, ამბობენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაკვალიფიციურები არიან".
ყაზახების ნახწვარდაცვას მიაქცია ვინმემ ყურადღება
მწ ნამდვილად მივადევნე თვალი ჩვემს გარდა კიდე ეამდენიმე მათ თამაშს
სწორი აზროვნება დამახასიათებწლი იყო მთელი ჯგუფური ეტაპი გასაგებია არც ინიესტები ყავთ და არც მოდრიჩები და ცოდავდა ყველა მავრამ ნახევარდაცვაში ეს გუნდი საინტერესოა ჩვენ მაგათ ნახევარდაცვას ვერაფერი მოვუხერხეთ ეს იოლად შეგვიძლია დავასკვნად ორივე მატჩს თუ ისევ ვნახავთ
წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ჯუჯები ვიყით არარი პრობლემა ეგენი 3_4 წლის მერე ფინალში შეგვხვდნენ მსოფლიო თასზე და ჩვენ აუტსაიდერის რანგში მოვუგოთ არარი პრობლემა ასეთი ჯუჯები თუ ვინქბეით