ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

Luzerner Zeitung: ნაკრებიდან დაბრუნებულმა ქართველებმა "ლუცერნის" სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად უნდა იბრძოლონ

AutoSharing Option
Luzerner Zeitung-მა "ლუცერნის" ქართველ ლეგიონერებზე ოთარ კაკაბაძეზე და ვაკო გვილიაზე წერილი გამოაქვეყნა.

სახელდობრ, სტატიაში ნათქვამია, რომ მათ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში წარმატებით იასპარეზეს, მაგრამ კლუბში, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად მოუწევთ ბრძოლა.

კლუბის სპორტული დირექტორი რემო მაიერი გაახარა ჯვაროსნების წარმატებამ და იმედი აქვს, რომ ეს ქართველ ლეგიონერებს უკეთ თამაშში დაეხმარება

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ლუგანოსთან" მოგებულ მატჩში (4:1) არც ერთს არ მიუღია მონაწილეობა და საერთოდ, ახალი მწვრთნელი რენე ვაილერი მათ არ სწყალობს.

"ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ გვილია ძირითად შემადგენლობაში ფეხს ვერ
იკიდებს, ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 65 წუთი ითამაშა და ვერ ამართლებს გულშემატკივრების მოლოდინს, - წერს ჟურნალისტი დანიელ უირში.

მაიერი ამბობს, რომ კაკაბაძის მდგომარეობა გვილიაზე უკეთესია, ის 23 წლისაა და ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.

25 ნოემბერს "ლუცერნი" "ბაზელს" მასპინძლობს და საინტერესოა, ათამაშებენ თუ არა კაკაბაძესა და გვილიას.



ასევე დაგაინტერესებთ