ოქრიაშვილი: ხვალ თოვლშიც დავარტყამ "მაკრატელას"

AutoSharing Option
29 ნოემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "კრასნოდარი" "აკჰისარს" უმასპინძლებს და მომავალი მატჩის წინ "სპორტ-ექსპრესი" ყუბანური გუნდის ნახევარმცველს, თორნიკე ოქრიაშვილს გაესაუბრა.

- როგორ ფიზიკურ ფორმაში ხართ? მზად ხართ, შეუცვლელად ითამაშოთ?
- დიახ, 100%-ით მზად ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, არაფერი არ მაწუხებს.

- თქვენ თურქეთში თამაშობდით. რა არის იქაური გუნდების და კერძოდ, "აკჰისარის" ძლიერი და სუსტი მხარეები?
- ამ გუნდის ძლიერი მხარე ისაა, რომ შემტევ ფეხბურთს თამაშობს. სახლში მათ დიდი მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ ჩვენი გულშემატკივრებისგანაც ასეთ მხარდაჭერას ველით. ეს გვჭირდება.

- თუ
საშუალება მოგეცემათ, ისევ შეასრულებთ "მაკრატელას"?
- არა (იცინის). ხვალ თოვლი იქნება. ისე, თუ შესაძლებლობა მომეცემა, დავარტყამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოქრი საჭირო ფეხბურთელია, ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ფიზიკური კონდიციები აშკარად სუსტი აქვს და რაც მთავარია, ვერცერთ გუნდში ვერ მოახერხა ინტეგრაცია და სათამაშო დრო თითქმის არსად არ მისცემია. ვნახოთ, იქნებ მოხდეს სასწაული და საგაზაფხულოდ ფორმაში იყოს, იგივე ითქმის ანანიძე, მჭედლიძე და ჭანტურიაზე. უკიდურესად არაკომპეტენტურია განცხადებები, სადაც ისინი ნაკრების ბირთვად განიხილებიან. უსერიოზულესი ტრამვები გადაიტანა ქვილითაიამ, მაგრამ ვარჯიში დაიწყო, მანდ სეზონი მთავრდება და თამაში არ მოუწევს, დაისვენებს და საგაზაფხულოდ ტრამვა საფუძვლიანად მოუშუშდება. მუშაა და მაგის იმედი მაქვს. უმძიმესი ტრამვა აქვს პაპუნაშვილს, რომელიც მაგარ ფორმაში იყო. თუ საოპერაციოა, უნდა დროზე გაიკეთოს და გაზაფხულზე ეგეც მზად იქნება. ძვლის შეშუპება რა ჯანდაბაა ნეტა, არადა ნაკრებს სჭირდება.
ლევანი
15:11 29-11-2018
0
ოქრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ.... ვაი რომ მაგრამ, მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის, როგორც სპორტსმენი ძალიან უდისციპლინოა, რაც თავი და თავია მისი წარუმატებლობის.
თუ მენტალურად არ შეცვალა ეს კაცი, ისე ჩირის ფასი ექნება მის ნიჭს.

tinto bras
11:46 29-11-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული