შვეიცარიელთა მწვრთნელი: საქართველომ ჯგუფი მოიგო - ჩვენ პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა გააკეთა.

"ჩვენი გუნდი პროგრესირებს, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც დავამტკიცეთ. დანიასთან და ირლანდიასთან ძალიან ძნელია თამაში. ისინი შემტევი სტილის გუნდები არიან. თავსაც კარგად იცავენ და ძალიან ცოტა გოლს უშვებენ.

რაც შეეხება საქართველოს, ერთა ლიგაზე ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ეს ძლიერი გუნდია. მიუხედავად რთული მეტოქეებისა, პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ცხადაძე რომ არ გაეგდოთ პოსტიდან, შანსი გვექნებოდა.
8
კ ო მ ბ ლ ე-ს. კარგი იქნება თუ შენს პესიმისტურ განწყობას, მხოლოდ შენს წრეში მოტრიალე, ძალზე "პროფესიონალ" საფეხბურთო ექსპერტებთან განიხილავ და ჩვენ არ მოგვახევ თავს. შენი "დიდი" ჭკუით მაშინ გამოდის, რომ არც ამ შესარჩევში მონაწილეობის მიღებას აქვს რაიმე აზრი ხომ!!!!. კარგით რა!!! ბოდიში და აზროვნება "სუპერ", უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი. მე აბსოლიტურად ვეთანხმები ლევანს კომენტარებში და მიმაჩნია, რომ ჩვენებს არანაირი ფსიხოლოგიური დატვირთვა არ ექნებათ, გამომდინარე იქედან რომ გასულები ვართ პლეი ოფში. ეს კი დიდ ფსიხოლოგიურ უპირატესობას გვანიჭებს. ტრადიციულად, თუ გაიხსენებთ, ჩვენი ნაკრები, ყოველთვის მაშინ თამაშობდა ლაღ და ნორმალურ თამაშს, როცა არანაირი შანსი არარ ქონდა ჯგუფიდან გასვლის ანუ მოხსნილი ქონდა ფსიხოლოგიური წნეხი. ასე რომ, ახლა უფრო ფასეული გახდა ერთა ლიგაში ჩვენი შესანიშნავი თამაში. წარმატებები ბიჭებს და რაც მთავარია ტრამვების გარეშე შევხვდეთ სტარტს.
zaali
10:32 03-12-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული