ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

შვეიცარიელთა მწვრთნელი: საქართველომ ჯგუფი მოიგო - ჩვენ პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა გააკეთა.

"ჩვენი გუნდი პროგრესირებს, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც დავამტკიცეთ. დანიასთან და ირლანდიასთან ძალიან ძნელია თამაში. ისინი შემტევი სტილის გუნდები არიან. თავსაც კარგად იცავენ და ძალიან ცოტა გოლს უშვებენ.

რაც შეეხება საქართველოს, ერთა ლიგაზე ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ეს ძლიერი გუნდია. მიუხედავად რთული მეტოქეებისა, პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ".

ასევე დაგაინტერესებთ