prosports.kz: ვაისმა ყაზახურ ფეხბურთზე მწარედ იძია შური

AutoSharing Option
prosports.kz-მა გასული საფეხბურთო წელი შეაჯამა და საქართველოს ნაკრებთან მარცხი ერთ-ერთ მთავარ დამანგრეველ მოვლენად  მიიჩნია.

"აი, ის, ვინც აუცილებელი კვალიფიკაციის მფლობელი, უზარმაზარი გამოცდილებისა და ქარიზმის მქონეა, თავის დროზე "კაირატიდან" ისე დაითხოვეს, შორს არც გაუხედავთ, რის გამოც ყაზახურ ფეხბურთზე მწარედ იძია შური.

მან საქართველოს ნაკრებისგან ბრძოლისუნარიანი გუნდი გამოძერწა, რომელმაც ერთა ლიგის ისტორიული, პირველი გათამაშების ორივე მატჩში დამაჯერებლად მოუგო ჩვენს გუნდს.

ვაისს არც უცდია დაემალა სიხარული იმის გამო, რომ ორჯერ სძლია ყაზახეთს, რითაც თითქოს მიგვანიშნა, რომ აქ მუშაობის გაგრძელების საშუალება სულ ტყუილად არ
მისცეს.

სლოვაკი მწვრთნელი გასულ წელს ჩვენი ეროვნული გუნდის ორიდან ერთი მთავარი დამანგრეველი მოვლენის ავტორია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
გილოცავთ! ყველას ახალ წელს! ხედავთ რა ამბიციები აქვთ ყაზახებს? ისე მსჯელობენ თითქოს გერმანიის ნაკრები იყვნენ! ასე, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ ბელარუსიასთან, და მივახვედროთ, რომ არც ეგენი არიან საფრანგეთის ნაკრები.
x.x
03 იანვარი 2019 17:00
0
ვაისი რა ჰგონიათ - კაცმა ანდორას ვერ მოუგო?!
ჟორა
03 იანვარი 2019 15:36
24
მე პირადად ვაისი არა მგონია გადამწყვეტი ფაქტორი, ცხადაძემაც კარგი გუნდი დააყენა, ქეცბაიასაც შეუძლია, მაგრამ ხასიათი არ უვარგა და ჩხუბით და გაბრაზებით გუნდს ვერ შეკრავ. სწორად შეაფასა ლუკაშენკომ , საქართველო ჩვენთვის არააო სერიოზული მოწინააღმდეგე. ჩვენი მოგებები იყო ძირითადად ჩაკვეტაძის კარგი თამაში და მოწინააღმდეგეს სისუსტე
ვაისი ?
03 იანვარი 2019 13:25
27
ქეცბაიას შედეგი და დღევანდელი ნამდვილად არ არის ერთი და იგივე. ქეცბაია კი თვლიდა, რომ კარგი შედეგი ჰქონდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, თამაშის ხარისხიც შედეგის ადეკვატური იყო. ცხადაძეს დიდხანს არ უმუშავია და მის შედეგზე ძნელია ლაპარაკი. ამ ეტაპზე ვაისს აქვს გარკვეული წარმატება, მაგრამ ყველაფერს მომავალი გვაჩვენებს.
???
03 იანვარი 2019 14:01
1
სიმართლე ითქვას, ასე რომ ვერ ინელებენ, ეგ ჩვენი ბრალია იმ თვალსაზრისით, რომ ვერ განვვითარდით. იმათ ფული ჩადეს, ჩემპიონატი გააძლიერეს და სანაკრებო დონეზეც მოუმატეს. ჩვენ კი წარუმატებლობის მთელი სერია გვქონდა. ამის მერე არაა გასაკვირი, რომ ყაზახეთი ძლიერ მეტოქედ არ გვთვლიდა. ეხლა მთავარია, წინ ვიაროთ. ბელარუსს ვძლიოთ, მიღწეული შევინარჩუნოთ და ყაზახები მეტად ვაწუწუნოთ
)))))
03 იანვარი 2019 12:15
0
გადაგვაყოლეს რა. ისე ლაპარაკობენ თითქოს სუპერ სენსაცია იყოს საქართველომ რომ ყაზახეთს მოუგო
გჰ
03 იანვარი 2019 11:46
2
ჰო რა :)
Irakli
03 იანვარი 2019 12:00
0
ამ კაზახებმა რათი ვერ მოინელეს ჩვენთან წაგება? გეგონება სულლ გვიგებდნენ ისტორიულად და ეხლა ეს რა მოუვიდათ!არ წაიგეს ტვინი.
რაც შეხება ჩვენებს აწი იწყება რეალურად სესარჩევში რას წარმოვადგენთ.მიუხედავათ ჩემი დიდი პატივის ცემისა კვირკველიას და კაშიასი თუნდაც ამჯგუბში ბევრჯერ ქონდათ შეცდომები.უბრალოდ არ დავისაჯეთ იმიტომ რო არ ეყოთ კლასი მოწინამდეგე გუნდის თავდასხმელებს!აწი უფრო მაგალ დონეზე და მემგონი მეტი ყურადგება უნდა დაცვაში თამაშს.ოდნავ ზლიაერი გუნდები ეგრევე დაგვჯიან!!! ყველას გილოცავთ ახალ წელს მომელ წელს ესევე გახარებულები შევხვედრილიყავით როგორც ამ წელს გვასიამოვნეს ბიჩებმა.კიდევ ერთხელ მადლობა მათ.
ქართველიშვილი
03 იანვარი 2019 04:58
1
გელა მაგარია!
03 იანვარი 2019 03:47
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული