ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

prosports.kz: ვაისმა ყაზახურ ფეხბურთზე მწარედ იძია შური

AutoSharing Option
prosports.kz-მა გასული საფეხბურთო წელი შეაჯამა და საქართველოს ნაკრებთან მარცხი ერთ-ერთ მთავარ დამანგრეველ მოვლენად  მიიჩნია.

"აი, ის, ვინც აუცილებელი კვალიფიკაციის მფლობელი, უზარმაზარი გამოცდილებისა და ქარიზმის მქონეა, თავის დროზე "კაირატიდან" ისე დაითხოვეს, შორს არც გაუხედავთ, რის გამოც ყაზახურ ფეხბურთზე მწარედ იძია შური.

მან საქართველოს ნაკრებისგან ბრძოლისუნარიანი გუნდი გამოძერწა, რომელმაც ერთა ლიგის ისტორიული, პირველი გათამაშების ორივე მატჩში დამაჯერებლად მოუგო ჩვენს გუნდს.

ვაისს არც უცდია დაემალა სიხარული იმის გამო, რომ ორჯერ სძლია ყაზახეთს, რითაც თითქოს მიგვანიშნა, რომ აქ მუშაობის გაგრძელების საშუალება სულ ტყუილად არ
მისცეს.

სლოვაკი მწვრთნელი გასულ წელს ჩვენი ეროვნული გუნდის ორიდან ერთი მთავარი დამანგრეველი მოვლენის ავტორია".

ასევე დაგაინტერესებთ