საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს დაუპირისპირდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის 19 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ჩვენი გუნდი შეხვედრას სტუმრად გამართავს.

მატჩი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაიმართება.

ხორვატია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, 2018 წელს გამართულ მუნდიალის ფინალში ჩვენი მომავალი მეტოქე საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა.

აქამდე ჩვენი გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ. 2011 წლის 26 მარტს ლევან კობიაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, 3 ივნისს კი მასპინძელმა ხორვატიამ ანგარიშით 2:1 მოიგო.

alt2 ნაბიჯით უკან - საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში

დაიხია
მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ მოხერხებულიყო ერთი ამხანაგური შვეიცარიასთან მატჩამდე, დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელიცაა/
ვასო
14 თებერვალი 2019 12:25
0
მხოლოდ მისასალმებელია! კლასს მხოლოს ასეთ შეხვედრებში ავიმაღლებთ.
მერაბი
13 თებერვალი 2019 09:13
1
ხორვატებს გავუტანეთ გოოლ, ერთით ნოლი გოოლ. უნდა განმეორდეს.
QT
13 თებერვალი 2019 00:16
0
კარგია ასეთ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ და რაც შეიძლება ხშირად, მგრამ მთლად უკეთესი იქნებოდა,რო სახლში ვეთამაშებოდეთ გავავსებდით დინამო არენას
გოგა
13 თებერვალი 2019 00:16
0
ვაუ მაგარია
zvio
12 თებერვალი 2019 19:42
1
ძაან მაგარია :) თუ მაინც აქა-იქ 1-2 ამხანაგური შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, სასურველია ამ დონის მეტოქეები :)
Tbiliseli
12 თებერვალი 2019 16:47
1

სიახლეები პოპულარული