ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 18 მარტიდან დაიგეგმა. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.

პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 23 მარტს, "დინამო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 26 მარტს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი, დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი - ვატო არველაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი,
გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მონაწილეობით, მეორე ტურის თამაში დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ თბილისის დროით 23:45-ზე შედგება. ორივე მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 59 /
არველაძე გადაგვარჩენს...ვაი თგვენს პატრონს///
rezi
12 მარტი 2019 14:20
16
ამ სოლომონ კვერკველიამ გვარი რით ვერ გადაიკეთა, ხომ ხედავს რომ არ მოსწონთ ეს მისი გვარი ჯურნალისტებს, რა ჯიუტია ეს კაცი
გადასარევი გიორგი
12 მარტი 2019 14:18
9
არვალაძე გადაგვარჩენს..ვაი თქვენს პატრონს////
rezi
12 მარტი 2019 13:58
13
Chvens nakrebs dacvashi da naxevardacvashi araushavs, magram mekaris problema ki gvaqvs da forvardis.........
Si
12 მარტი 2019 13:56
7
ჩემის აზრით სია ნორმალურია.ერთადერთი ჯიღაურის გამოძახებამ გამაკვირვა.სხვა მხრივ არაფერი სასაყვედურო არ მაქვს მწვრთნელთან.იმედია ბიჭები ფორმაში არიან და როგორც ყოველთვის,ამჯერადაც სრულად დაიხარჯებიან!დიახ,ობიექტურად შვეიცარია ჩვენზე ძლიერია,მაგრამ არა იმდენად რომ,წინასწარ დავყაროთ ფარხმალი!მე მჯერა საქართველოს ნაკრების და აუცილებლად წავალ თამაშზე!გულშემატკივარი უნდა ვიყოთ მეთორმეტე მოთამაშე და ვიქნებით კიდეც!უფალი ფარავდეს საქართველოს ნაკრებს და სრულიად საქართველოს!!!
Alex.F.
12 მარტი 2019 13:51
3
ირლანდიასთან გვაქვს თამაში....
aburjga
12 მარტი 2019 21:44
3
რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სია მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კითხვა მიჩნდება რატომ არის 25 კაციან განაცხადში ჯიღაური რომელიც თავის გუნდში მუდმივად სკამზე ზის, და არაქვს სათამაშო პრაქტიკა და რატომაა ზარანდია გაფართოებულ შემადგენლობაში როცა კაცი თავის გუნდის ლიდერია, მუდმივად თამაშობს და ორი თავით ჯობია ჯიღაურს. P.S ნუ ოქრის ფაქტორი გასაგებია, მას აქვს იმდენი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკა, რომ თუნდაც უთამაშებელი 15 წუთი გამოიყვანო და რაღაც ღირბული შექმნას.
გიგა
12 მარტი 2019 13:36
3
ვაისი საუკეთესო მწრთნელია ვინც აქამდე საქართველოს ჰყოლია. ნაკრებშიც ყველას აძლევს შანსს, და შედეგსაც დებს იმ თამაშებში რომელიც ჩვენი ფეხბურთელების დონეს შეესაბამება, ძლიერ გუნდებთანაც შესანიშნავ რეზულტატს აღწევს. ასე რომ კრიტიკოსებმა გადახედეთ ნაკრების ბოლო 15 მატჩს, გატანილ და გაშვებულ გოლებს, მოგება წაგების ბალანსს, ბურთის ფლობის პროცენტს და ფილოსოფიური შეხედულებები მერე გამოთქვით. რა თქმა უნდა ქეცბაიასავით 8 მცველით და 2 ნახევარმცველით ვერ ადუღებს მოწინააღმდეგეებს და ლატვიასთანაც ვერ წააგო სახლში საუკეთესო ფეხბურთით, მაგრამ შედეგები ნამდვილად აქვს.
semi
12 მარტი 2019 13:31
7
გიორგი ჩაკვეტაძის ფაქტორია - ვაისის წარმატების 80 %
გადასარევი გიორგი
12 მარტი 2019 15:41
7
ყოველი შესარჩევის დაწყების წინ, ნახევარი გუნდი ან დამტვრეულია, ან უთამაშებელი. მერე უკვე გასვლის შანსი რომ მიზერულია, მაშინ გვყავს ყველა ადგილზეა. ცხვარი უნდა დავკლათ თუ ჯადო მოვხსნათ თუ რა გავაკეთოთ ამის...
ჰაჰა
12 მარტი 2019 13:24
0
ცხვარმა რა დააშავა
გადასარევი გიორგი
13 მარტი 2019 01:28
0
ჩემი აზრით ხვიჩა კვარაცხელიას უნდა მისცეს შანსი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ჩაკვეტაძეზე არანაკლებ ფეხბურთს ითამაშებს
კა
12 მარტი 2019 13:08
6
გაბედავააააა სადაა გაბედავააა ??? სადაააგაბედავა
შიო
12 მარტი 2019 12:59
16
წალენჯიხაში
Gio
12 მარტი 2019 13:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული