ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

წლის სადებიუტო მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 18 მარტიდან დაიგეგმა. ეროვნული ნაკრები სასტუმრო ჰუალინგში იცხოვრებს.

პირველ ოფიციალურ თამაშს ქართველი ფეხბურთელები 23 მარტს, "დინამო არენაზე", შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 26 მარტს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი, დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი - ვატო არველაძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი,
გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მონაწილეობით, მეორე ტურის თამაში დუბლინში, ირლანდიის წინააღმდეგ თბილისის დროით 23:45-ზე შედგება. ორივე მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altსაქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 59 /
მერებაშვილი, ოქრი და ჯიღაური საერთოდ უთამაშებლები არიან სადაა ლოგიკა ან რატომ იძახებენ?
xareba
12 მარტი 2019 12:09
6
ვინც ყავს ამ კაცს ის გამოიძახა
გოგა
12 მარტი 2019 12:04
2
ჩაკვეტაძეზე რატომ არ წერენ? რა ხდება, არ ათამაშებენ, თუ ტრავმა გაუმიზეზდა? დეტალური ინფორმაცია არ დაწერილა. ლობჟანიძეც არ ჩართეს სიაში, თუმცა დანიის ჩემპიონატი ნამდვილად სჯობს კვიპროსის.
მერაბი
12 მარტი 2019 11:55
12
ლონჟანიძე არის ბრატ
გოგა
12 მარტი 2019 12:03
0
მეზარება გაგინო, ჩაკვეტაძეა პიჟონი და შენ ხარ კაცი?
შაკო
12 მარტი 2019 11:52
2
ეს კაცი ვერა ხო იცით ვინ ჯიღაური ბიჭო ზარანდია და ხარიაშვილი მანდ არ გყავს
ზუგდიდი
12 მარტი 2019 11:46
2
სადაა ვარსკვლავი ჰაკვეტადზე ისეტივე პიჯონია როგორც კველა ესენი
LEKSO KUTAISI
12 მარტი 2019 11:35
102
ჩაკვეტაძეს ყველაფერზე ეტყობა რომ თავმდაბალი და მშრომელი კაცია, პიჟონობა სად შეატყე
შაკო
12 მარტი 2019 13:09
1
ჩემგანაც მიხვდი .........
YLEKSOS
12 მარტი 2019 12:16
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული