ფოტო: randersfc.dk
დანიური "რანდერსი" მათ ქართველ შემტევს, საბა ლობჟანიძეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევას ულოცავს.
"საბას დრო ისევ დადგა,"რანდერსის" ტექნიკურად ძლიერი მოთამაშე საბა ლობჟანიძე კლუბის და სუპერლიგის გამორჩეული მოთამაშე გახდა, რაც მის სამშობლოშიც შეამჩნიეს და შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის გამოიძახეს. ამავე ჯგუფშია დანიაც და შესაძლოა, მან 10 ივნისს ჩვენი ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშოს" - წერს "რანდერსის" ვებგვერდი.
საბა ლობჟანიძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 1 გოლი გაიტანა.
ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია