ფოტო: Gff.ge
უნგრული "ფერენცვაროშის" ოფიციალური ვებგვერდი ლაშა დვალის კომენტარს ავრცელებს, რომელიც მან საიტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ მისცა.
"ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს, თუ საკუთარი სამშობლოსთვის რაიმეს გაკეთება შეუძლია. ამ შესაძლებლობით ძალიან ბედნიერი ვარ. უნდა ვაჩვენო, რომ ბრძოლა შემიძლია. იმედი მაქვს, ქულებს ავიღებთ" - ციტირებს დვალს fradi.hu.
23 წლის მცველს საქართველოს ნაკრების რიგებში 12 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც 1 გოლის გატანა მოახერხა, მან ამხანაგურ მატჩში ბელორუსს გაუტანა.
ლევან ხარაბაძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა
ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია