საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 18 მარტს არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. საწვრთნელ პროცესში 13 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("დინამო", ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ჯანო ანანიძე ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ვაკო გვილია ("გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), თორნიკე
ოქრიაშვილი.

გიორგი ქვილითაიამ ("გენტი", ბელგია) და ვატო არველაძემ ("კორონა", პოლონეთი) სატრენაჟორო დარბაზში ინიდივიდუალურად ივარჯიშეს.

Sportall.Ge

ნაკრები სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს 19 მარტს, კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრებში სულ 25 ფეხბურთელია გამოძახებული.

მეკარეები: გიორგი ლორია ("მაგდებურგი", გერმანია), გიორგი მაკარიძე ("ვიტორია", სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი", შვეიცარია), გურამ კაშია ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი), ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ლევან ხარაბაძე ("ციურიხი", შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი), ჯანო ანანიძე ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი", დანია), ვაკო გვილია ("გურნიკი", პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), ჯაბა ჯიღაური ("გრენობლი", საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი", ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერთკვეიკსი", აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია), ვატო არველაძე ("კორონა", პოლონეთი), ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი)

Sportall.Ge

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, საქართველოსა და შვეიცარიას შორის, 23 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მართლა მაინტერესებს,რატომ არ ათამაშებს ზარანდიას,ვინმემ თუ იცით გამეცით პასუხი.
ნანა
19 მარტი 2019 20:17
0
ეს უკლუბო ფეხბურთელი ნაკრებში რა უბედურებაა
as
19 მარტი 2019 19:49
4
ვაისმა თი არ ჩაისვარა თავიდანვე ეს ბიჭები იბრძოლებენ და შედეგსაც დადებენ. საერთოდ არ ვღელავ სამოყვარულო გუნდი ხო არ გვყავს.საკმაოდ ნორმალური ნაკრები გვყავს.
გოგა
19 მარტი 2019 19:24
0
რთულია მაგრამ არა შეუძლებელი !

წარმატებები GEO
აბიკო
19 მარტი 2019 18:49
0
ძნელი ბრძოლა იქნება, მაგრამ თუ იქნება ბორჯღალოსნების შემართება დინამო არენაზე ყველაფერი შეიძლება. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო.
გიზოგ
19 მარტი 2019 16:35
2
მჯერა იმედის ნაპერწკალი გაღვივდება.
გიგა
19 მარტი 2019 15:43
1
მიუხედავად იმისა, რომ დანაკლისი გვაქვს, უიმედოდ მაინც არ ვარ. მგონია, რომ ირლანდიასთან პირველ ნავსიც გატყდება!!!
tngh
19 მარტი 2019 14:27
2
წარმატებით გევლოთ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
19 მარტი 2019 13:08
2
ერტიდაიგივე რამდენჯერ უნდა გამოაქვეყნოტ.
bajo
19 მარტი 2019 11:48
2
წარმატებები საქართველოს ნაკრებს, თქვენი იმედი გვაქ ბიჭებო
irakli
19 მარტი 2019 10:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული